სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებაში“ ლიდერთა კლუბის პირველი სამუშაო შეხვედრა შედგა 
16-10-2026
-
+


არასახელმწიფო საერო საშუალო სკოლა „ოცნებაში“ ლიდერთა კლუბმა დაიწყო მუშაობა. 

კლუბის პირველი სამუშაო შეხვედრა უკვე შედგა.

პიროვნული განვითარებისა და ლიდერული აზროვნების პროგრამა Leader_Lab არის სკოლა „ოცნების“ საგანმანათლებლო ინიციატივა უფროსკლასელებისთვის, რომელიც აერთიანებს თვითშემეცნებას, კრიტიკულ აზროვნებას, პიროვნული განვითარების პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და ლიდერობის ფუნდამენტურ პრინციპებს.

კლუბის მისიაა, შევქმნათ თავისუფალი აზროვნების, თვითშემეცნებისა და პიროვნული განვითარების სივრცე, სადაც ახალგაზრდები აღმოაჩენენ საკუთარ შესაძლებლობებს, გაიაზრებენ ღირებულებებს, განავითარებენ დამოუკიდებელი აზროვნების, გადაწყვეტილებების მიღების და პასუხისმგელობის აღების უნარს, ისწავლიან საკუთარი მომავლის გაცნობიერებულად შექმნას.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, პროგრამის მთავარი მიზანია მოსწავლეთა პიროვნული განვითარების ხელშეწყობა, მათი ცნობიერების, დამოუკიდებელი აზროვნების, საკუთარი თავის მართვისა და სოციალური უნარების გაძლიერება.

„ჩვენ ვეხმარებით მათ საკუთარი თავის აღმოჩენაში, დამოუკიდებლად აზროვნებაში, პასუხისმგებლობის აღებასა და თვითრეალიზებაში, ვინაიდან ლიდერობა იწყება საკუთარი თავით!“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ  Leader_Lab-ის პროგრამა ეფუძნება პიროვნული განვითარებისა და ლიდერობის სფეროში აღიარებულ თეორიებსა და პრაქტიკულ მოდელებს, მათ შორის, ისეთი ავტორების ნაშრომებს, როგორებიც არიან სტივენ კოვი, ჯონ მაქსველი, დენიელ გოლმანი და სხვა.

პროგრამის ინსპირაციაა ჰარვარდის უნივერსიტეტში გამოყენებული ლიდერობის სწავლების მიდგომები და სტენფორდის უნივერსიტეტის Designing Your Life პროგრამის თვითშემეცნების, პიროვნული განვითარების, ცხოვრებისეული არჩევანისა და მომავლის დაგეგმვის პრინციპები. აღნიშნული კონცეფციები და მიდგომები შერჩეული და ადაპტირებულია VIII - XII კლასების მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების, საჭიროებებისა და პროგრამის საგანმანათლებლო მიზნების გათვალისწინებით.

„ჩვენ ერთად ვქმნით წარმატების ისტორიებს! LeaderLab - იფიქრე, იმოქმედე, აღმოაჩინე“,- ასეთია კლუბის სლოგანი.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

ეროვნული სასწავლო გეგმით, სკოლებში სავალდებულო საგანი დაემატა - მინისტრის ბრძანება ძალაშია

შერჩეულ პედაგოგებს ხელფასს მასწავლებლის სახლიც გადაუხდის და სკოლაც - განაცხადის ვადები და დეტალები 

თითო მოდული 10-12 მოსწავლესა და ერთ მასწავლებელზე უნდა იყოს გათვლილი - ცნობილია, ვინ ააწყობს სკოლებს

პიროვნება

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლები

„კომპეტენტური მასწავლებელი ძლიერი სკოლის საფუძველია“, - თბილისის N39 საჯარო სკოლის დირექტორი ბესარიონ სიხარულიძე

სკოლაში გამორჩეულად გამოეხმაურნენ ენების ევროპულ დღეს

სკოლის დირექცია და პედაგოგები მოსწავლეს წარმატებას ულოცავენ და ახალი სიმაღლეების დაპყრობას უსურვებენ

„ჩოლურის საჯარო სკოლა დიდი სიყვარულით და სიხარულით ულოცავს ქალბატონ ინგა ონიანს ამ წარმატებას“
 
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება