სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„სწავლა სიხარულად იქცევა, როდესაც მოსწავლე ხვდება, რომ ცოდნით სამყაროს უკეთ შეცნობას ახერხებს“- თორიის საჯარო სკოლის პედაგოგი არეკნაზ დარბინიანი
13-10-2026
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი არეკნაზ დარბინიანი სასწავლო წლის დასაწყისში ერთ-ერთ მთავარ ამოცანად მოსწავლეებისთვის პოზიტიური და უსაფრთხო გარემოს შექმნას მიიჩნევს. 

მისთვის სასწავლო პროცესი მოსწავლეთა საჭიროებების გათვალისწინებითა და სასწავლო მიზნების დასახვით იწყება და მოსწავლეთა ცნობისმოყვარების აღძვრით გრძელდება. 

სწავლებისას ინტერაქტიულ მეთოდებს, თანამედროვე ტექნოლოგიებს და პროექტებს მიმართავს, ცოდნას ცხოვრებას უკავშირებს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის რომ მოსწავეებს სწავლა სიხარულად უქციოს. 

სხვადასხვა საკითხზე საკუთარ ხედვასა და გამოცდილებას თორიის საჯარო სკოლის ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებელი არეკნაზ დარბინიანი გვიზიარებს. 

- სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია...

- მოსწავლეებთან პოზიტიური, უსაფრთხო გარემოს შექმნა და მათ საჭიროებებზე მორგებული სასწავლო მიზნების დასახვა.

-  გაკვეთილის დაგეგმვისას პირველ რიგში ვფიქრობ...

- თუ როგორ მივაღწიო სასწავლო შედეგებს ისე, რომ პროცესი თითოეული მოსწავლისთვის საინტერესო და ჩამთრევი იყოს.

- გაკვეთილი მაშინ არის წარმატებული, როდესაც...

- ყველა მოსწავლე აქტიურადაა ჩართული, გაკვეთილის ბოლოს თავადვე შეძლებენ ახალი ცოდნის გააზრებასა და გამოყენებას.

- ჩემი იდეალური გაკვეთილი იწყება...

- ღიმილით, მოტივაციური კითხვით, რაც მოსწავლეთა ცნობისმოყვარეობას აღძრავს.

- მოსწავლეებში ინტერესის გასაღვიძებლად ვიყენებ...

- ინტერაქტიულ მეთოდებს, რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებულ მაგალითებს, პროექტულ სწავლებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებს.

- მოსწავლეს ყველაზე მეტად უხარია, როდესაც...

- ხედავს, რომ მისი შრომა და პროგრესი დაფასებულია და მისი აზრი მნიშვნელოვანია.

- სწავლა ნამდვილ სიხარულად იქცევა, როდესაც...

- მოსწავლე ხვდება, რომ ახალი ცოდნით საკუთარი შესაძლებლობების რეალზებას და სამყაროს უკეთ შეცნობას ახერხებს.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საგანი, რომლის ახალი სტანდარტიც დეტალურად გაიწერა - ბრძანება

სტუდენტი კიდევ 866-მა აბიტურიენტი გახდა - უნივერსიტეტებსა და პროფესიულ სასწავლებლებში ჩარიცხულთა ბოლო სია გამოქვეყნდა

რომელ მასწავლებლებს მისცეს ზამთრში საგნის გამოცდაზე გასვლის უფლება - მინისტრის ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

პიროვნება

„სასწავლო წლის დასაწყისში ყველაზე მნიშვნელოვანია სწორად ორგანიზებული სასწავლო პროცესი“

etaloni.ge-ს ბლიც-კითხვებს ქუთაისის N4 საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი მაია ჟვანია პასუხობს

სკოლები

მოსწავლეებმა ცოდნა გაიმდიდრეს და დრო მეტად ნაყოფიერად გაატარეს

 

„ვულოცავთ დამსახურებულ ჯილდოს და ვუსურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებასა და მრავალ ღირსეულ აღიარებას

საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება