სიახლეები
ყველაზე პოპულარული
პიროვნება

„ყოველთვის ვამაყობ ჩვენი პედაგოგების თავდადებითა და მოსწავლეთა მიღწევებით“ - პატარა არაქალის საჯარო სკოლის დირექტორი მელანია ვართანიანი
30-09-2026
-
+


ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა არაქალის საჯარო სკოლას მელანია ვართანიანი 6 წელია ხელმძღვანელობს, თუმცაღა ამ სკოლასთან 30 წლიანი პედაგოგიური გამოცდილება აკავშირებს. სამი ათწლეულის განმავლობაში ის აქ ჯერ პედაგოგად მუშაობდა, შემდეგ კი ხელმძღვანელობა გადაიბარა, ქვეყნის საკეთილდღეო საქმეს გულანთებული ემსახურება და ყველაფერს აკეთებს რომ საქართველოს განათლებული და ღირსებული თაობები აღუზარდოს. 

სკოლა მისთვის მხოლოდ სამუშაო ადგილი აღარ არის - როგორც თავად ამბობს, ეს მისი მეორე სახლია, ადგილი, სადაც ცხოვრების უდიდესი ნაწილი გაატარა და მისთვის განსაკუთრებით ახლობელი, ძვირფასი და შინაურია.

„როგორ შეიძლება ეს სკოლა არ მიყვარდეს. აქ ხომ ცხოვრების უდიდეს დროს ვატარებ“,- აღნიშნავს etaloni.ge-სთან საუბრისას დირექტორი. 

სომხურენოვანი საბაზო სკოლა არაერთი თაობის წარმატების ისტორიასა და პედაგოგების თავდადებული შრომის მაგალითებს ინახავს. დირექტორის განცხადებით, სკოლის მთავარი მისია მოსწავლეებისთვის ძლიერი საბაზისო განათლების მიცემაა - ცოდნის, რომელსაც ისინი შემდეგ საფეხურზე თან გაიყოლებენ.

„ყოველთვის ვამაყობ ჩვენი პედაგოგების თავდადებითა და მოსწავლეთა მიღწევებით. რადგან სკოლა საბაზო, კურსდამთავრებულები სწავლას მეზობელ სოფელში აგრძელებენ, საშუალო საფეხურს იქ ამთავრებენ და უმეტესობა უმაღლეს სასწავლებელშიც ირიცხება. ეს ჩვენი სკოლის დიდი დამსახურებაა, რადგან საბაზო ცოდნა საფუძველია, მე ყოველთვის თვალ-ყურს ვადევნებ ჩვენს კურსდამთავრებულებს და ვამაყობ იმით, რომ ჩვენს ღვაწლს ფუჭად არ ჩაუვლია“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

ახალმა სასწავლო წელმა სკოლას ახალი თაობის მიღების სიხარულიც მოუტანა - წელს სკოლის კარი შვიდმა პირველკლასელმა შეაღო. 

როგორც ხელმძღვანელი აღნიშნავს, შვიდივე ბიჭია. პატარებს სკოლაში საზეიმო დახვედრა მოუწყვეს.

„ახალ, ​ლამაზ სასკოლო ფორმებში გამოწყობილები მოვიდნენ პატარები, ჩვენ კი საზეიმო დახვედრა მოვუწყვეთ, მთელი სკოლა მორთული იყო, მოსწავლეების ჟრიამულით აივსო ეზო, დაუვიწყარი უნდა იყო ყველასთვის პირველი სასწავლო დღე, თითოეულმა მოსწავლემ თავი დაფასებულად უნდა იგრძნოს და იცოდეს, რომ მათ აქ ელიან და უყვართ“,- აღნიშნავს მელანია ვართანიანი.

სასწავლო წლის დაწყებას სკოლა სრული მზადყოფნით შეხვდა. 

„ყველა კლასის წინ დამონტაჟებულია ტელეფონის სათავსოები, რასაც მიველსამები, მოსწავლემ უნდა იცოდეს რომ სკოლა სასწავლო დაწესებულებაა და არა გასართობი ადგილი. რა თქმა უნდა, ახალგაზრდები ტექნოლოგიებს არ უნდა მოწყდნენ, ეს აუცილებელია მათი განვითარებისთვის, თუმცა მობილურზე წვდომა გაკვეთილებზე არ უნდა ჰქონდეთ“,- ამბობს სკოლის ხელმძღვანელი. 

დირექტორი მიესამლება სასკოლო ფომების შემოღებასაც. 

„მახარებს ფორმების შემოღება, ისეთი ლამაზები და გამორჩეულები არიან ჩვენი პატარები, სასიამოვნო სანახავია გულზეხელდადებულები როგორ უსმენენ საქართველოს ჰიმნს. ყველა მოსწავლე სიხარულით ელოდება ახალი საკოლო ფორმების ჩაცმას, სასიხარულოა, მოსწავლე მოსწავლეს დაემსგავსება

ტრადიციულად, ყოველ დილას სახელმწიფო ჰიმნით ვიწყებთ, რაც ძალიან მნიშვნელოვნია. მიმაჩნია, მოსწავლეებმა პატარაობიდანვე უნდა შეიყვარონ და პატივი სცენ სახელმწიფოს სიმბოლიკას, სწორედ აქედან იწყება სამშობლოს სიყვარული“,- ამბობს დირექტორი. 

მომავალი თაობა სკოლის დირექტორისთვის მთავარი მოტივაცია და იმედია. ამბობს, რომ სურს, თითოეულმა ბავშვმა სკოლაში თავი დაფასებულად და საჭიროდ იგრძნოს. მომავალში კი საკუთარი წარმატებით სკოლა, ოჯახი და ქვეყანა ასახელოს. 

„ამდენი წელი მოსწავლეთა აღზრდა-განათლებას ვემსახურები და ისინი ჩემი დიდი იმედები არიან, მჯერა, რომ თავდაუზოგავი შრომით, სწავლით დასახულ მიზნებს მიაღწევენ და მრავალჯერ ასახელებენ სკოლას, მშობლებს და ქვეყანას, ჩემო ბავშვებო მიყვარხართ და მეიმედებით!“,- აღნიშნავს სკოლის ხელმძღვანელი. 

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

საჯარო სკოლებთან დაკავიშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ბაღების სააგენტომ საახალწლოდ ტკბილეულის შესაძენად ტენდერი გამოაცხადა

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

სკოლები

პირველი სასწავლო დღეები მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი აქტივობებითა და ახალი გამოცდილებებით იყო დატვირთული

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება