TOP ნიუსი
სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

დმანისის N2 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყება გრანდიოზულად აღინიშნა
18-09-2026
-
+


დმანისის N2 საჯარო სკოლაში 2026-2027 სასწავლო წლის პირველი ზარი საზეიმოდ დაირეკა. 

მოსწავლეთა დასახვედრად სკოლაში გამორჩეულად მოემზადნენ. გაიმართა მოსწავლეთა საზეიმო მიღება. სიმბოლურად ახალ თაობას სკოლაში დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები შეუძღვნენ. ახალ სასკოლო ფორმებში გამოწყობილმა, ყვავილებით ხელდამშვენებულმა პირველკლასელებმა ოვაციების ფონზე გაიარეს. სკოლაში მათ მზრუნველი და მოსიყვარულე პედაგოგები ელოდნენ, რომლებიც წიგნიერების სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარებიან. 

სკოლის ეზოში ღონისძიება გაიმართა, მოსწავლე-მასწავლებლებმა ახალი სასწავლო წლის დაწყება ერთად იზეიმეს. 

სასკოლო საზოგადოებას დიდი სიყვარულით მიმართა სკოლის დირექტორმა ინესა მანელოვამ და წარმატებული, ნაყოფიერი და ბედნიერი ეკადემიური გზა უსურვა. მოსწავლეებს კი პირობა მისცა, რომ მათთვის ხარისხიანი განათლების მისაცემად პედაგოგები ყველაფერს გააკეთებენ და კიდევ უფრო სააინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს დაჰპირდა. 

იხილეთ ფოტოები და ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები

თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

ინფორმაცია საჯარო სკოლის დირექტორებისთვის - როგორ უნდა მართოთ მასწავლებელთა შეფასების კომისიები

უფასო სასკოლო კვების კანონპროექტი საკომიტეტო განხილვის ეტაპზე გადავიდა

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
„იაკობობაში“ მონაწილეობა კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის პატივისცემა“
 
სკოლის პირველკლასელები მასშტაბურ გარემოსდაცვით პროგრამას - „ჩემი პირველი ნერგი“ სიხარულით შეუერთდნენ
 
პროექტის მთავარი იდეა იყო ბავშვმა ითამაშოს, იმოძრაოს, იფიქროს, ითანამშრომლოს და მიხვდეს, რომ მათემატიკა არ არის მხოლოდ ციფრები, ის არის თამაში, აღმოჩენა და თავგადასავალი
 
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება