| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის მათემატიკა სახალისოა.
სკოლაში წარმატებით მუშაობს მათემატიკის კლუბი „პატარა მათემატიკოსები“, რომლის წევრებიც მეცნიერებას სასწავლო-შემეცნებითთან ერთად, საინტერესო, სახალისო და თავშესაქცევი აქტივობებით სწავლობენ.
ახლახან, მათ წარმოადგინეს ორი საგნის ინტეგრირებული პროექტი თემაზე - „რიცხვების ჯადოსნური სამყარო“.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, პროექტის მთავარი იდეა იყო ბავშვმა ითამაშოს, იმოძრაოს, იფიქროს, ითანამშრომლოს და მიხვდეს, რომ მათემატიკა არ არის მხოლოდ ციფრები, ის არის თამაში, აღმოჩენა და თავგადასავალი.
პროექტს ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები - მედეა ტრამაკიძე და ჟანა ქარელი.
პროექტში მონაწილეობდნენ IV და V კლასების მოსწავლეები, რომელთაც დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვეს თავი.
იხილეთ ფოტო:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
თუ არასრულწლოვანი თანხის შეგროვებას ვერ შეძლებდა, მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ... - დანაშაული 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა