| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი მიზნებითა და მოლოდინებით დაიწყო.
მოსწავლეთა დასახვედრად სკოლაში საგანგებოდ მოემზადნენ და ბავშვებს საზეიმო მიღება მოუწყვეს. სკოლის ეზო მოსწავლეთა ჟრიამულმა გააცოცხლა.
ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებსა და მასწავლებლებს სკოლის დირექტორმა, მარინა ცინცაძემ, მიულოცა. დირექტორმა სასკოლო საზოგადოებას წარმატებული, ნაყოფიერი და საინტერესო სასწავლო წელი უსურვა და აღნიშნა, რომ დირექცია და პედაგოგები ტრადიციულად, ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის რომ მოსწავლეებს ხარისხიანი განათლება მისცენ.
საზეიმო დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი წარმატებული მოსწავლეების მიღწევების აღნიშვნას დაეთმო. წარჩინებულ მოსწავლეებს მიღწეული შედეგებისა და სწავლისადმი განსაკუთრებული მონდომებისთვის სამახსოვრო სიგელები მიენიჭათ.
პირველკლასელებს კი საზეიმოდ გადაეცათ კომპიუტერები. სკოლის დირექცია და მშობლები მადლობას უხდიან საქართველოს განათლების სამინისტროს ყურადღებისთვის, პირველკლასელების მხარდაჭერისა და მათთვის სასწავლო პროცესის ხელშეწყობისთვის.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
მშობელი: სავარაუდო სექსუალურ ძალადობამდე, მეოთხეკლასელი მესამეკლასელ ბიჭს გამოესარჩლა, რომელზეც ასევე ფიზიკურად ძალადობდნენ მეექვსე კლასის მოსწავლეები
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა