| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტით იწყება.
გამოცდები კარს მოგვადგა, თუმცაღა ერთი დღით ადრე საგამოცდო მასალასთან შეჭიდება ნამდვილად არ ღირს, ამ დროს ყველაზე კარგი სტრატეგიაა სიმშვიდის შენარჩუნება და დასვენება.
ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ გამოცდაზე მაქსიმალურად კონცენტრირებული და ენერგიული გახვიდე.
რისი გაკეთება ღირს:
რისი გაკეთება არ ღირს:
მეცნიერულ მტკიცებულებებს თუ გავითვალისწინებთ, ამ დროს ძილი, საუკეთესო დამხმარეა.
რა თქმა უნდა, დიდი ცდუნებაა წინასააგამოცდო ღამეები სახელმძღვანელოებთან გაატარო, მაგრამ მეცნიერება ძილისკენ დაჟინებით მოგიწოდებს. სწორედ ძილის დროს ხდება წინა დღით მიღებული ინფორმაციის დამახსოვრება- ცოდნის გამყარება. თაგვებზე ჩატარებული კვლევებით მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ნელი ძილის დროს ტვინში ნეირონების იგივე ჯგუფები აქტიურდება, როგორც სწავლის დროს. ამიტომ იმისთვის, რომ უკეთ დაიმახსოვროთ ვეფხისტყაოსნის აფორიზმები, სჯობს დასაძინებლად ადრე დაწვეთ.
ამერიკელმა მეცნიერებმა კი ძილის მნიშვნელობა სტუდენტების მაგალითზე დაადასტურეს და მყარი არგუმენტებით დაამტკიცეს, რომ მთელი ღამე მეცადინეობა - წამგებიანია. უძილო ღამის გვერდითი მოვლენა დაგვიანებული რეაქცია და შეცდომების დაშვებაა.
ყველაზე ეფექტური სტრატეგიაა: წაიკითხოთ რთული მონაკვეთები ძილის წინ და დაიძინოთ შუაღამემდე იმ იმედით, რომ ტვინი არ აურევს თუ რა უნდა გადაიტანოს გრძელვადიან მეხსიერებაში - სოციალურ ქსელში ნანახი სიახლეები თუ სახელმძღვანელოში ამოკითხული მასალა.
კოფეინს ნუ გადააჭარბებ - თუ ყავას ჩვეულებრივ სვამ, ერთი ფინჯანი მისაღებია. მაგრამ თუ არ ხარ მიჩვეული ან ბევრს დალევ, შეიძლება გაგიძლიერდეს შფოთვა, გულისცემა და გაგეფანტოს ყურადღება.
მსუბუქი ფიზიკური აქტივობა - 20–30-წუთიანი სეირნობა ან მსუბუქი ვარჯიში ამცირებს სტრესს და აუმჯობესებს კონცენტრაციას. მეცნიერულად დამტიკიცებულია, რომ ვარჯიში აუმჯობესებს როგორც ფსიქიკურ ჯანმრთელობას, ისე კოგნიტურ ფუნქციას.
სტრესის შესამსუბუქებლად მუსიკა მეცნიერულად დადასტურებული საშუალებაა. გამოცდის წინ, ვოლფგანგ ამადეუსს მოცარტს მიეცით შანსი შფოთვის დაძლევაში დაგეხმაროთ. 1993 წელს, კოგნიტურმა მეცნიერმა ფრანცისკ რაუშერმა და მისმა კოლეგებმა შეისწავლეს მოცარტის სონატების გავლენა სტუდენტებზე. ექსპერიმენტების დროს, სტუდენტებმა აჩვენეს სივრცითი აზროვნების დროებითი გაუმჯობესება. მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მეცნიერს არ სჯერა „მოცარტის ეფექტის“, ამ პუნქტის შესრულება მაინც არც ისე რთულია, რომ უგულებელყოთ.
იხილეთ ასევე - გამოცდის წინ დამშვიდებაში დაგეხმარებათ ... ექსპრესიული წერილი
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
მასწავლებელს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა მე-10 კლასის მოსწავლესთან გარყვნილი ქმედების გამო - პროკურატურა დეტალებზე
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ოთხი მიმართულებით მიმდინარეობს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას