სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

გამოცდის წინ დამშვიდებაში დაგეხმარებათ ... ექსპრესიული წერილი 
25-06-2025
-
+


ნერვიულობისა და შფოთვის გამო, გამოცდის დროს ყველაზე მონდომებული აპლიკანტებიც კი შეიძლება დაიბნენ და სასურველ შედეგს ვერ მიაღწიონ. ადამიანები შიშსა და სტრესს სხვადასხვა გზით უმკლავდებიან, ერთ-ერთი მათგანი ექსპრესიული წერაა. მოდით, გავერკვეთ:

რა არის ექსპრესიული წერილი?

ექსპრესიული (ან ემოციური) წერილი - წარმოადგენს ტექნიკას, რომელიც შფოთვასთან გამკლავებაში გვეხმარება. მოქმედებს შემდეგნაირად: ადამიანი წერს იმ მოვლენების შესახებ რაც ანაღვლებს (ეს შეიძლება იყოს წარსული, აწმყო ან მომავალი), კონცენტრირდება საკუთარ ემოციებზე, ყურადღებას არ აქცევს პუნქტუაციას, ორთოგრაფიას, სტილისტიკასა და ა.შ. მარტივად რომ ვთქვათ, ემოციები გადააქვს ქაღალდზე ტექსტური ფორმით. 

ტექნიკა ამერიკელმა სოციალურმა ფსიქოლოგმა, ჯეიმს პენნებეიკერმა მოიგონა. 1980-იანი წლების ბოლოს მან ივარაუდა, რომ ადამიანებს, რომლებიც საკუთარ ტრამვულ გამოცდილებას ხელწერით გამოხატავენ, აუმაღლდებათ იმუნიტეტი და შედეგად ნაკლებად მიმართავენ სამედიცინო დახმარებას. მის მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა ეს თეორია დაამტკიცა. ისინი, ვინც ოთხი დღის განმავლობაში აღწერდნენ თავიანთ ტრავმულ გამოცდილებას, ნაკლები სიხშირით მიმართავდნენ ექიმს.

მოგვიანაბით კი აღმოჩნდა, რომ ექსპრესიული წერილი შეიძლება წარმატებით გამოვიყენოთ განათლების სფეროში. 

როგორ შეიძლება დაგვეხმაროს ექსპრესიული წერილი გამოცდების წინ სტრესის მოხსნაში?

ექსპერიმენტი აჩვენებს, რომ ამ პრაქტიკას შეუძლია აპლიკანტებს დაეხმაროს სესიის დროს, როგორც დამამათავრებელ, ისე მისაღებ გამოცდებზე, ამასთან, ყველაზე მეტად წაადგება მათ, რომლებიც გადამეტებულად ღელავენ. 

2011 წელს ამერიკელი მეცნიერების ჯგუფმა, კოლეჯის სტუდენტებისა და უფროსკლასელების მონაწილეობით, ექსპერიმენტების სერია ჩაატარა. 

მკვლევარებმა გადაწყვიტეს ექსპერიმენტის მონაწილეები, ლაბორატორიულ პირობებში, მიზანმიმართულად ჩაეგდოთ სტრესულ სიტუაციაში. თავდაპირველად მათ შესთავაზეს ჩაებარებინათ მათემატიკის სავარჯიშო ტესტი, შემდეგ უკვე „ნამდვილი“, წინასწარ კი რამდენიმე პირობის შესახებ გააფრთხილეს. 

პირველ რიგში წარმატებული ნამუშევრისთვის გადახდას დაჰპირდნენ, აპლიკანტები გააერთიანეს წყვილებად პირობით: თუ ჩაიჭრებოდა, ფულს ვერ მიიღებდა როგორც თავად, ისე მისი მეწყვილე (მიუხედავად იმისა მისი პატრიოორი აჩვენებდა თუ არა კარგ შედეგს). ამან ტესტირება განსაკუთრებით სტრესული გახადა. 

პირველ ექსპერიმენტში მონაწილეები გაანაწილეს საკონტროლო (მათ სთხოვდნენ ტესტის წინ სიჩუმეში 10 წუთი უბრალოდ ჩუმად მსხდარიყვნენ) და ექსპერიმენტულ ჯგუფებად - მათ ტესტის წინ, ამავე დროში, თავისუფალი ფორმით უნდა აღეწერათ საკუთარი ემოციები. მეორე ექსპერიმენტში მკვლევარებმა დაამატეს კიდევ ერთი ჯგუფი: მის მონაწილეებს სთხოვეს ტესტის წინ დაეწერათ რაღაც ნეიტრალური, გამოცდისგან ყურადრების გადასატანი თემა. შედეგად საკონტროლო (ორივე ექსპერიმენტში) და „ნეიტრალურმა“ ჯგუფებმა აჩვენეს უფრო ცუდი შედეგი, ვიდრე სავარჯიშო ტესტში. მათ კი ვინც საკუთარ ემოციებზე დაწერა, პირიქით, შედეგების გაუმჯობესება შეძლო. 

როდესაც მსგავსი ექსპერიმენტი ჩაატარეს სკოლის მოსწავლეთა მონაწილეობით რეალურ დამამთავრებელ გამოცდაზე, ბიოლოგიაში, აღმოჩნდა, რომ განსაკუთრებით ეფექტურია ექსპრესიული წერა, თუ ადამიანი ზედმეტად შფოთავს, ხოლო თუ ნაკლებად ღელავს, ან სრულიად მოდუნებულია, ტექნიკა მნიშვნელოვან შედეგს არ იძლევა. 

მსგავსი ექსპერიმენტი რამდენიმე წლის შემდეგ ჩაატარეს ადამიანებისთვის, რომელთაც აწუხებთ „მათემატიკური შფოთვა“ , ანუ ემოციური დაძაბულობა მათემატიკური ამოცანების ამოხსნისას.

ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ ერთ-ერთი ამერიკული კოლეჯის სტუდენტები. მკვლევარებმა შეაფასეს მათი მათემატიკური შფოთვის ხარისხი და მიაკუთვნეს ორიდან ერთ-ერთ ჯგუფს - დაბალ ან მაღალ დონეს. ექსპერიმენტის ყველა მონაწილემ სავარჯიშო ტესტი გაიარა, რომელშიც მეცნიერებმა მიზანმიმართულად შეიტანეს რთული დავალებები.

შემდეგ მონაწილეები გაანაწილეს თანაბრად. საკონტროლო ჯგუფს უნდა მოეთმინა გამოცდის დაწყებამდე შვიდი წუთი, როგორც ჩვეულებრივ ხდება რეალური გამოცდის წინ. ესქპერიმენტული ჯგუფი კი, მონაწილეთა იგივე რაოდენობით, ამ დროის განმავლობაში ანონიმურად აღწერდა თავის გრძნობებს მოსალოდნელი გამოცდის წინ. 

ექსპერიმენტის შედეგად მკვლევარებმა გამოიტანეს შემდეგი დასკვნები:

საკონტროლო ჯგუფში შემავალმა გამოსაცდელებმა, რომლებიც ზედმეტად შფოთავდნენ რთულ დავალებებზე მეტი დრო დახარჯეს, ვიდრე მათ ვინც ნაკლეად ღელავდა. მათვე მეტი შეცდომა დაუშვეს დავალებების ამოხსნისას.

ექსპერიმენტულ ჯგუფში შემავალი აპლიკანტები შფოთვის მაღალი დონით, როგორც დავალებების ამოხსნის დროით, ისე შეცდომების რაოდენობით გაუთანაბრდნენ, მათ ვინც ნაკლებად ნერვიულობდა. რაც ნიშნავს, რომ ექსპრესიული წერილი მათ ნამდვილად დაეხმარა. 

მარტივ დავალებებში, ორივე ჯგუფის - აღელვებული და ნაკლებად მღელვარე აპლიკანტების შედეგებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავება არ დაფიქსირებულა. მკვლევარები ამას იმით ხსნიან, რომ „მათემატიკური შფოთვა“ განსაკუთრებით მწვავეა რთული ამოცანების გადაჭრისას - მუშა მეხსიერებაზე დიდი დატვირთვის გამო.

საბოლოო ჯამში, კვლევები აჩვენებს, რომ ექსპრესიული წერა საუკეთესოდ მუშაობს იმ ადამიანებისთვის, რომელთა შფოთვის დონე ძალიან მაღალია. თუმცა, ცდა არასდროს არის ურიგო.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სასკოლო ფორმაზე შეღავათი არ ექნება, ვისაც 2 და მეტი მოსწავლე ჰყავს

დაკავებულები, შვილებს მოწყალების თხოვნას და ყვავილების გაყიდვას აიძულებდნენ - ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი დააკავეს

„ქიმიის სახელმძღვანელოს ყდაზე იქნება ღვინის დაწურვა, ბიოლოგიის სახელმძღვანელოზე კი ხუთი თავთავი“... - მინისტრი სიახლეებზე

ყოველთვიურად სკოლები 1,470 ლარიდან 1,838 ლარამდე გაიხდიან - მინისტრის ბრძანებით თანხას უმაღლესები და პროფესიულ სასწავლებლებიც გადაიხდიან 

პიროვნება

„არასოდეს აირჩიოთ საქმე მხოლოდ იმიტომ, რომ ის დღეს მოდურია ან სხვები მიიჩნევენ პრესტიჟულად“...

სკოლები

ზეიმით პატარებმა მშობლიური ენის ანბანის წარმატებით შესწავლა აღნიშნეს

პროექტმა გააერთიანა 5 სხვადასხვა ქვეყნის (საქართველო, თურქეთი, სერბეთი, რუმინეთი და მოლდოვა) საგანმანათლებლო სივრცე

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება