| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის, გორელოვკის N2 საჯარო სკოლაში წიგნის საერთაშორისო დღე განსაკუთრებული შემოქმედებითი მუხტით აღინიშნა. ეს დღე სკოლისთვის იქცა ნამდვილ ინტელექტუალურ დღესასწაულად, სადაც მთავარი როლი ლიტერატურამ და კითხვის სიყვარულმა შეასრულა.
ღონისძიების ფარგლებში, ბავშვებმა დიდი მონდომებით წარმოადგინეს საყვარელი ავტორების მოთხრობები და გაგვიზიარეს ის ემოციები, რაც ამ ნაწარმოებების კითხვისას დაეუფლათ. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ცნობილ გამონათქვამებს წიგნებსა და განათლებაზე, რამაც თვალსაჩინო გახადა კითხვის უდიდესი მნიშვნელობა პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში.
პედაგოგთა პროფესიონალიზმმა და სწორმა მიდგომამ კი შესაძლებელი გახადა, რომ თითოეულ მოსწავლეს გამოევლინა წიგნიერი უნარები და დაეფიქსირებინა საკუთარი პოზიცია ლიტერატურის როლზე თანამედროვე სამყაროში.
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
პატარებმა შერჩეულ ტერიტორიაზე ნერგები დარგეს და მწვანე მომავლის შექმნაში წვლილი შეიტანეს
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას