| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჯეჯილი - ახალი სიცოცხლის სიმბოლო და აღდგომის დღესასწაულის განუყოფელი ნაწილია, რომელსაც მორწმუნეები თავად თესენ. წელს აღდგომა 12 აპრილს აღინიშნება და საინტერესოა, როდის უნდა დავთესოთ ხორბალი, რომ სააღდგომოდ ხასხასა მწვანე ჯეჯილი გვქონდეს?
ზოგადად, ჯეჯილს ბზობის წინა დღეს, ლაზარეს შაბათს თესავენ, როგორც ახალი სიცოცხლის სიმბოლოს.
ჯეჯილისთვის სპეციალურად შერჩეული, კარგად გასუფთავებული ხორბალი დაგჭირდებათ და ასევე ბამბა.
ხორბალი 24 საათი წყალში უნდა გააჩეროთ, შემდეგ კი კარგად გაწურეთ და გაანაწილეთ ქსოვილზე. მორწყეთ ზომიერად, როგორც კი ყლორტები გამოჩნდება, მზიან ადგილას დადეთ.
აირჩიეთ ერთიანი, მსხვილი ხორბალი - დაბზარული მარცვლები ცუდად ამოდის;
არ დათესოთ ძალიან მჭიდროდ - მარცვლებს შორის მცირე მანძილი შეუწყობს ხელს უკეთეს ზრდას;
მორწყეთ მხოლოდ მაშინ, როცა ზედაპირი დაიწყებს გამოშრობას;
არ დადოთ მზეზე მთელი დღის განმავლობაში - დილის ან შუადღის შუქი საკმარისია
თუ გსურთ დეკორატიული ეფექტი, დათესეთ ჯეჯილი ქოთანში ან ტკბილეულის კალათში.
ეს აღიარება თითოეული „ეტალონელის“ ნიჭის, სწავლისადმი სიყვარულისა და შრომის დაფასებაა
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
„თბილისობა 2026“-ის ღონისძიებების პროგრამა ლოკაციების მიხედვით ცნობილია
ბიის საჯარო სკოლიდან საპატიო ჯილდოზე წარდგენილი იყო მასწავლებელი მზია გვირგვლიანი
მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ