სიახლეები
ყველაზე პოპულარული
მსოფლიო, საინტერესო

ყველაზე ლამაზი ნაძვის ხეები მთელი მსოფლიოდან
02-01-2026
-
+


ახალ წელს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ქალაქები სადღესასწაულო იკაზმება. ამ ჯადოსნური ატმოსფეროს მთავარი სიმბოლო კი საახალწლო ნაძვის ხეა - ტრადიცია, რომელიც კულტურებს აერთიანებს და ადამიანებს გამორჩეულ ემოციებს ჩუქნის.

მსოფლიოს ყველაზე ცნობილ მოედნებზე აღმართული ნაძვის ხეები მხოლოდ დეკორაცია არ არის და ხშირ შემთხევაში წინასაახალწლოდ ქალაქების მთავარ სავიზიტო ბარათს წარმოადგენს. 

ერთად დავათვალიეროთ ყველაზე ლამაზი ნაძვის ხეები მთელი მსოფლიოდან. 

ნიუ-იორკი, აშშ



მანჰეტენზე, როკფელერის ცენტრში, საახლწლო ნაძვის ხის ანთება გრანდიოზული მოვლენაა, რომელსაც ყოველ წელს შთამბეჭდავი ღონისძიება ეძღვნება. 1933 წლიდან ყოველწლიურად ოფიციალურ ცერემონიალზე 45 000 ნათურა ინთება.

ცერემონიალი პირდაპირი ეთერით გადაიცემა და მას მილიონობით ამერიკელი უყურებს.

ციურიხი, შვეიცარია - „მომღერალი ნაძვის ხე“

უნიკალური „მომღერალი ნაძვის ხე“ საშობაო კონცერტებს თეატრალურ სანახაობად გარდაქმნის: ვოკალური გუნდის წევრები გიგანტური ხის მსგავსად დაპროექტებულ იარუსებზე დგანან და საშობაო საგალობლებსა და სიმღერებს ასრულებენ. სანახაობა მართლაც შთამბეჭდავია. 

ლონდონი, დიდი ბრიტანეთი - ტრაფალგარის მოედანი

ცენტრალურ ლონდონს კვლავ ამშვენებს ნორვეგიული ნაძვი - მაღალი, ელეგანტური და კლასიკური. ნორვეგიისგან საჩუქრად გადაცემული ნაძვის ხე ლონდონში მეგობრობისა და ისტორიული კავშირის სიმბოლოა.

ვანკუვერი, კანადა 

ვანკუვერის საშობაო ნაძვის ხე ნოემბრის ბოლოს აინთო და ცოცხალ მისალოც ბარათს ჰგავს - კაშკაშა და სადღესასწაულო.

პარიზი, საფრანგეთი 

სავაჭრო ცენტრ - Beaugrenelle-ში შუშის გუმბათის ქვეშ სამკაულივით ჩამოკინწიალებული ნაძვის ხე ჰკიდია - ტრადიციული საახალწლო ნაძვის ხისგან სრულიად განსხვავებული, მაგრამ საოცრად ლამაზი და ეფექტური. 

რიო-დე-ჟანეირო, ბრაზილია

ლეგენდარული მცურავი ნაძვის ხე დაბრუნდა და ჭეშმარიტად ტროპიკული საშობაო ატმოსფეროს ქმნის. 


კომენტარები


ეტალონი

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

სიახლეები

სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში

პიროვნება
სკოლები
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები
 

პატარები ნერგებს მოუვლიან, მათ ზრდა-განვითარებას დააკვირდებიან და უკეთ გაიაზრებენ გარემოს დაცვის მნიშვნელობა

„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“

„ეს არ არის უბრალოდ მცენარე - ეს არის ჩვენი ზრუნვის, მეგობრობისა და მომავლის სიმბოლო“

 

 

საინტერესო

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება