| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

თბილისის N61 საჯარო სკოლის მოსწავლეები მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობით გამოირჩევიან, პედაგოგები მათ საგნებთან ერთად ემპათიას, ჰუმანურობასა და სიკეთის კეთებას ასწავლიან.
ახლახან, სკოლაში გაიმართა საქველმოქმედო ღონისძიება, რომლის მიზანიც იყო ბავშვთა სახლის ბენეფიციარებისთვის საჭირო ნივთების შეგროვება. ინიციატივაში აქტიურად ჩაერთო პედაგოგი სალომე ჯღარკავა, რომელსაც მხარდაჭერა გაუწია Xბ კლასის დამრიგებელმა ანი ლეჟავამ. ღონისძიებაში მონაწილეობდა სკოლის მრავალი მოსწავლე და პედაგოგი, აქცია კი საერთო ძალისხმევად იქცა.
„მოქალაქეობის პროექტის ფარგლებში, Xბ კლასთან ერთად გადავწყვიტე პატარა, მაგრამ მნიშვნელოვანი საქმე გამეკეთებინა - ისეთი, რომელიც ბავშვთა სახლის ბენეფიციარებს ცოტაოდენ სითბოსა და სიხარულს შემატებდა.
ერთად შევაგროვეთ ყველაფერი, რაც მათ შეიძლება დასჭირდეთ:
საკანცელარიო ნივთები, მხატვრული ლიტერატურა, პირადი ჰიგიენის საშუალებები, მედიკამენტები, ტკბილეული, სათამაშოები და ტანსაცმელი.
ორგანიზებაში დიდი მხარდაჭერა გამიწია პედაგოგმა სოფო სარალიძემ, რისთვისაც განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი.
ყველაზე სასიხარულო იყო ის, რომ სკოლის მასწავლებელთა და მოსწავლეთა უდიდესი ნაწილი ჩაერთო ამ პროექტში. თითოეულმა თავისი წვლილი შეიტანა და საბოლოოდ შეგროვდა იმდენად ბევრი საჭირო ნივთი, რომ დარწმუნებულები ვართ - წინასაახალწლოდ ნამდვილად გაახარებს ბავშვებს.
მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს სადამრიგებლო IXბ კლასს - მთელი გულით იყვნენ ჩართული და გვერდში მედგნენ ამ პროცესში.
ვფიქრობ, ასეთი ინიციატივები სკოლაში ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გაკვეთილების მომზადებასთან ერთად აქ უნდა ვისწავლოთ ემპათია, ჰუმანიზმი და ყველაფერი ის, რაც ადამიანს კარგ და ღირსეულ მოქალაქედ აყალიბებს.
ეს პროექტი ჩვენთვის თითქოს პატარა საქმედ დაიწყო, მაგრამ საბოლოოდ იქცა დიდ სითბოდ“,- აღნიშნავს ღონისძიების ორგანიზატორი.
იხილეთ ფოტოები:
IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა
ცნობილია, ქართულის, მათემატიკისა და ბუნებისმეტყველების გამოცდაზე გამოყენებული ტესტები საფეხურების მიხედვით
ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის
პედაგოგმა მოსწავლეებს გზა დაულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა და ნათელი მომაავლი უსურვა
საგანმანათლებლო ტურის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ პაოლო იაშვილისა და „ცისფერყანწელთა“ შემოქმედებით მემკვიდრეობას