სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეზღუდვა პროგრამების არჩევისას - ცვლილებები სტუდენთა მობილობის წესში
06-07-2026
-
+


2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის რეგისტრაცია 24 აგვისტოდან დაიწყება.

მობილობის მსურველი სტუდენტები რეგისტრაციის გავლას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე - students.emis.ge - 8 სექტემბერს 18:00 საათამდე შეძლებენ.

კონკურსის მონაწილეებს რეგისტრაციის პროცესში არაუმეტეს 5 საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ. ამასთან, რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე მათ შეუძლიათ განსაზღვრონ არჩეული პროგრამების პრიორიტეტულობა და საჭიროების შემთხვევაში, შეცვალონ ან დაარედაქტირონ განაცხადში მითითებული ინფორმაცია.

მობილობის პროცესის მოსამზადებელ ეტაპზე, 2026 წლის 17 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით მობილობის წესით მისაღები სტუდენტებისთვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ.

აღნიშნული მონაცემების საფუძველზე სისტემა მობილობის კონკურსში მონაწილე პროგრამებისა და ხელმისაწვდომი ადგილების საბოლოო ჩამონათვალს გამოაქვეყნებს.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მობილობის მსურველ სტუდენტებს და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ მობილობის პროცესის ეტაპებს, განსაზღვრულ ვადებსა და პირობებს.

მობილობის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში ეტაპობრივად გამოქვეყნდება.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება