9 ივლისს პედაგოგები გამოცდას რამდენიმე საგანში ერთდროულად ჩააბარებენ - განრიგი
08-07-2026
დაკოპირებულია
-
+
შეფასებისა და გამცოდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით 9 ივლისს გამოცდას რამდენიმე საგნის პედაგოგები ჩააბარებენ, მათ შორის: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები), ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI), მათემატიკა (I-VI), ბუნებისმეტყველება (I-VI), რუსული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები), აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები),
სომხური ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები).
შეგახსენებთ, რომ დილის სესიაზე რეგისტრაცია 8:00 საათზე იწყება, ხოლო გამოცდა 9:00საათზე, ხოლო მეორე სესიაზე აპლიკანტთა რეგისტრაცია 14:00 საათზე დაიწყება, გამოცდა - 15:00 საათზე.
სესიების მიხედვით საგამოცდო საგნები შემდეგნაირად გადანაწილდება:
9 ივლისი - პირველი სესია
ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები)
ქართული ენა და ლიტერატურა (I-VI)
მათემატიკა (I-VI)
9 ივლისი - მეორე სესია
ბუნებისმეტყველება (I-VI)
რუსული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები)
აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები)
სომხური ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ბუნებისმეტყველება (I-IV კლასები)