სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

საქართველოში განათლების ხარისხზე დასკვნა გამოქვეყნდა - „სტატუსის აღსადგენად ევროპულ რეესტრს (EQAR) მივმართავთ“
08-07-2026
-
+


„უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპულმა ასოციაციამ (ENQA) გამოაქვეყნა ექსპერტების საბოლოო დასკვნა, რომლის მიხედვით საქართველოში განათლების ხარისხის მიმართულებით არსებული მექანიზმები სრულ თავსებადობაშია ევროპულ სტანდარტებთან. ეს გახლავთ ბოლო პერიოდში გატარებული რეფორმებისა და არსებული მიღწევების უმნიშვნელოვანესი აღიარება“, - ამასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ განაცხადა.

მინისტრის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება დაედება საფუძვლად მიმართვას, რომელიც ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უახლოეს დღეებში წარდგენილ იქნება უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში (EQAR).

„სწორედ ეს გადაწყვეტილება დაედება საფუძვლად იმ მიმართვას, რომელსაც განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრი წარადგენს უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულ რეესტრში, რათა მიმდინარე წლის შემოდგომაზე მიღებული იქნას შესაბამისი გადაწყვეტილება და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს სამართლიანად აღუდგეს სტატუსი, რაც კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი აღიარება იქნება.

უმაღლესი განათლების რეფორმის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ხარისხის უზრუნველყოფის გაუმჯობესებაა. ამ კუთხით ბოლო თვეების განმავლობაში გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როგორც საკანონმდებლო ცვლილებების, ასევე შიდა ნორმატიული აქტების უზრუნველყოფის თვალსაზრისით. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართვის საფუძველზე, ENQA-მ დეტალურად შეისწავლა ეს ცვლილებები და განხორციელებული რეფორმები, სწორედ ამის შედეგია დღეს მიღებული დასკვნა, რომელიც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მიღწევების საფუძველი გახდება“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები

მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეთა საყურადღებოდ - საბაზო განათლების ატესტატების გაცემა დაიწყო

გამოქვეყნდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული, იტალიური და ქართული ენის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო - რა ასაკის ბავშვებს მიიღებენ ბაღები

პიროვნება

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

კონფერენციის ფარგლებში პედაგოგებმა ერთმანეთს გაუზიარეს ის გამოცდილება, რომელიც ყოველდღიურ პრაქტიკაში უკვე წარმატებით გამოცადეს
 

„ჯეო სქაი“ იწყებს ინსტიტუციური განვითარების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება