სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

უმაღლესი სასწავლებლის რექტორი თამარ ბერუჩაშვილი იქნება - განათლება და სამუშაო გამოცდილება
07-07-2026
-
+


2026 წლის 6 ივლისს თამარ ბერუჩაშვილი დიპლომატიის აკადემიის რექტორად დაინიშნა. მანამდე იგი იკავებდა საქართველოს ელჩის პოზიციას რუმინეთში, საიდანაც ახალ თანამდებობაზე გადასვლის გამო გათავისუფლდა.

აკადემია „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ინიციატივით შეიქმნა. მან 8 მაისს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ „დღეს სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტების შესაბამისი ფაკულტეტები მომავალი დიპლომატებისთვის აუცილებელი ცოდნისა და უნარების გადაცემას არსებითად ვერ უზრუნველყოფენ“.

ავტორიზაციის გავლის შემდეგ, აკადემია მომავალი წლიდან დაიწყებს ფუნქციონირებას და თავდაცვისა და შინაგან საქმეთა აკადემიის მსგავსად, უწყებრივი დაქვემდებარების საგანმანათლებლო დაწესებულება იქნება.

თამარ ბერუჩაშვილის ბიოგრაფია: 

დიპლომატიის აკადემიის რექტორი: 2026 წლის ივლისიდან.

ელჩი რუმინეთში: 2022 წლის ნოემბრიდან 2026 წლის ივლისამდე.

ელჩი გაერთიანებულ სამეფოში: 2016–2020 წლებში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი: 2014–2015 წლებში.

სახელმწიფო მინისტრი: ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში (2004 წ.).

ვაჭრობისა და საგარეო ეკონომიკური ურთიერთობების მინისტრი: 1998–2000 წლებში.

განათლება: დაამთავრა მოსკოვის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტი (ფიზიკა-მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი).

ფლობს ეკონომიკის დოქტორის ხარისხს (თსუ).

ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და GIPA-ში.

2026 წლის მაისში რუმინეთში მოღვაწეობის პერიოდში მას გადაეცა რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო - წმინდა მარია ბრინკოვიანუს ორდენი.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები

მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეთა საყურადღებოდ - საბაზო განათლების ატესტატების გაცემა დაიწყო

გამოქვეყნდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული, იტალიური და ქართული ენის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო - რა ასაკის ბავშვებს მიიღებენ ბაღები

პიროვნება

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

კონფერენციის ფარგლებში პედაგოგებმა ერთმანეთს გაუზიარეს ის გამოცდილება, რომელიც ყოველდღიურ პრაქტიკაში უკვე წარმატებით გამოცადეს
 

„ჯეო სქაი“ იწყებს ინსტიტუციური განვითარების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება