სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, პიროვნება

„ვერ წარმომიდგენია ცხოვრება ჩემი სკოლისა და მოსწავლეების გარეშე“... - ნარგიზ ხორგუანი, მაზერის საჯარო სკოლის დირექტორი
05-06-2026
-
+


სვანეთის დიდებული მწვერვალების კალთაზე, იქ, სადაც ბუნების სილამაზით ადამიანს სუნთქვა ეკვრის, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ მაზერში, განსაკუთრებული საგანმანათლებლო კერაა, 41 მოსწავლით - მაზერის საჯარო სკოლა, რომელსაც 22 წელია სათავეში უდგას ნარგიზ ხორგუანი.

ქალბატონმა ნარგიზმა ცხოვრება მომავალი თაობების აღზრდასა და განათლებას მიუძღვნა. მისი ხელმძღვანელობით, მაზერის სკოლამ უნიკალურ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი - კურსდამთავრებულები უმაღლეს სასწავლებლებში დამატებითი მომზადების გარეშე ირიცხებიან.

„არ ყოფილა წელი, მე-12 კლასს სკოლა დაემთავრებინა და უმაღლეს სასწავლებელში არ ჩარიცხულიყვნენ ჩვენი მოსწავლეები, რეპეტიტორების გარეშე. ეს იმაზე მეტყველებს, რომ სკოლა საფუძვლიან განათლებას აძლევს ბავშვებს, რათა წელგამართულებმა და საუკეთესო ქულებით ჩააბარონ უმაღლეს სასწავლებლებში. ეს კი ჩვენი ერთმუშტად შეკრული კოლექტივის დამსახურებაა, რომელიც თავდაუზოგავად შრომობს“, - აღნიშნავს დირექტორი.

მისი თქმით, აუცილებელია, სკოლა პროფესიონალი კადრებით იყოს დაკომპლექტებული: „არ შეიძლება, ბავშვი სკოლაში არაპროფესიონალის ხელში იზრდებოდეს, ჩვენ ხომ მათ ყველაზე მნიშვნელოვანს - ადამიანობას ვასწავლით, ეს უმთავრესია“.

მართალია, მაზერის სკოლას წელს მეთორმეტეკლასელები არ ჰყოლია, თუმცა გაისად აუცილებლად დაირეკება ბოლო ზარი, სექტემბერში კი 6 პირველკლასელს შეუძღვებიან ცოდნის ტაძარში და პატარებს ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას დაუვიწყარ მოგონებად უქცევენ.

etaloni.ge-ს ქალბატონი ნარგიზი უამბობს, რომ ადგილობრივი მოსწავლეები საკმაოდ დატვირთულები არიან, ერთვებიან სხვადასხვა აქტივობაში და შედეგად, საგნობრივი ცოდნის განმტკიცების პარალელურად, ივითარებენ გუნდურად მუშაობის, კრიტიკული აზროვნების უნარებს და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, სწავლობენ სხვისი აზრის პატივისცემას.

შედეგად კი ბავშვები სხვადასხვა მიმართულებით წარმატებით ასპარეზობენ: რეგიონული ინტელექტუალური ჩემპიონატის ფინალი, კონკურს „დიდგორელში“ მიღებული უმაღლესი ქულა, ჭადრაკის ტურნირებში მიღწეული შედეგები... არასრული ჩამონათვალია იმ წარმატებებისა, რომელსაც მაზერის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიაღწიეს და რითიც ქალბატონი ნარგიზი ასე ამაყობს, თუმცა იმასაც გვიმხელს, რომ მისთვის პრიორიტეტი სიყვარულითა და ურთიერთპატივისცემის გრძნობით გაჯერებული სასკოლო გარემოს შექმნაა:

„აქ თითოეული ბავშვი დაცულია და მეც მშვიდად ვარ... ვერ წარმომიდგენია ცხოვრება ჩემი სკოლისა და მოსწავლეების გარეშე. თითოეული მათგანი ხომ ჩემს ხელში დაფრთიანდა... თვალყურს ვადევნებ მათ წარმატებას და ვხარობ ისე, როგორც დედას შეუძლია შვილების სიხარულის გაზიარება“, - ამბობს ნარგიზ ხორგუანი და საუბრის დასასრულს ახალგაზრდებს უმნიშვნელოვანეს რჩევას უტოვებს - რჩევას, რომელიც დროის ფასსა და პროფესიის სწორად არჩევას ეხება:

„დროის უკან დაბრუნება შეუძლებელია, ხოლო როცა საკუთარი საქმე გიყვარს, მიზნის მიღწევა და გამარჯვება გარდაუვალია... მე თქვენ მეამაყებით, ჩემო პატარა შვილებო, ჩვენო მომავალო თაობავ! თქვენში ვხედავ დიდ პოტენციალს, რომ ღირსეულად ჩაიბაროთ ჩვენი ქვეყანა“.




კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

სკოლების სია, რომლებშიც სასკოლო მზაობის ჯგუფები იხსნება - რეგისტრაციის ვადები ცნობილია

სტატუსი მიენიჭა 400-ზე მეტ მასწავლებელს - უფროსი, წამყვანი, მენტორი და უსტატუსო პედაგოგების სტატისტიკა საჯარო სკოლებში

2023-2024 და 2024-2025 სასწავლო წლების 7 ათასზე მეტ მედალოსანს სერტიფიკატი დღემდე არ მიუღია

მასწავლებლის სახლმა კადრების შერჩევა დაიწყო - ანაზღაურება და კონკურსის დეტალები ცნობილია

მეორადი ჩარიცხვები ჩაჭრილ აბიტურიენტებსაც შეეხებათ თუ არა - პასუხი აქტუალურ კითხვაზე

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

სკოლის დირექცია და პედაგოგები კურსდამთავრებულებს სტუდენტობას ულოცავენ

სკოლის დირექტორი ქეთევან ედიბერიძე და პედაგოგები კურსდამთავრებულს მორიგ წარმატებას ულოცავენ და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ
 

სკოლის დირექცია და პედაგოგები ახალგაზრდებს ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობასა და წარმატებულ კარიერას უსურვებენ

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება