სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

გორაბერეჟოულის საჯარო სკოლიდან საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულები საზეიმო ღონისძიებით გააცილეს
09-07-2026
-
+


გელა ბელაუსოვის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მიწურულს საბაზო საფეხურის მოსწავლეთა გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა. 

საბაზო სკოლიდან წელს 12 მეათეკლასელი გააცილეს.

სკოლაში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელმაც არაერთი ლამაზი ნომერი გააერთიანა. მოსწავლეებმა გაიხსენეს სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები, დაუვიწყარი მოგონებები, ერთმანეთის მაისურებზე კეთილი სურვილები და მოციური მინაწერებთ დატოვეს და დირექციასა და მასწავლებლებს მათ განათლებაში ჩადებული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

დირექციის წევრებმა და პედაგოგებმა კი მოსწავლეებს დიდი სიყვარულით მიმართეს და მიულოცეს ამ მნიშვნელოვანი ეტაპის წარმატებით დასრულება. 

მოსწავლეებთან გამომშვიდობება განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა კლასის ხელმძღვანელისა და ქართულის მასწავლებლის -  ეკა კუტუბიძისთვის. პედაგოგი მოსწავლეთა დამრიგებელი მე-2 კლასიდან იყო, თავად შეუძღვა ბავშვებს ცოდნის სამყაროში და საუკეთესო მეგზურობაც გაუწია. 

პედაგოგმა მოსწავლეებს გზა დაულოცა და ცოდნის მწვერვალების დაპყრობა და ნათელი მომაავლი უსურვა. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება