სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები, პიროვნება

„ეს ახალგაზრდები ჩვენი ქვეყნის იმედია“ - ზაირა არაკელიანი, ბოზალის საჯარო სკოლის დირექტორი
29-05-2026
-
+


არსებობს სკოლები, სადაც განათლება მხოლოდ სახელმძღვანელოებითა და გაკვეთილებით არ შემოიფარგლება, სადაც თითოეული მოსწავლის ხმა ისმის და თითოეული მათგანის წარმატება ზეიმია. სწორედ ასეთი გამორჩეული საგანმანათლებლო კერაა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის, ბოზალის საბაზო საჯარო სკოლა, სადაც ამჟამად 23 მოსწავლე ირიცხება.

მცირეკონტინგენტიანი სკოლის უპირატესობა და მთავარი ხიბლი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ სასწავლო პროცესი თითოეული ბავშვის შესაძლებლობებსა და ნიჭზეა მორგებული. ბოზალის სკოლაში 11 კვალიფიციური პედაგოგი დაუღალავად შრომობს. ისინი თავს არ ზოგავენ, რათა მოსწავლეებს მაქსიმალური ცოდნა გადასცენ, გამოიყენონ ინდივიდუალური სწავლების მეთოდები და პატარებს გზა გაუკაფონ დიდი მომავლისკენ.

სკოლის წარმატებულ მუშაობასა და იქ გამეფებულ თბილ ატმოსფეროზე საუკეთესოდ მეტყველებს მისი დირექტორის, ზაირა არაკელიანის მოღვაწეობა. ქალბატონ ზაირას პედაგოგიური საქმიანობის 27-წლიანი გამოცდილება აქვს, საიდანაც უკვე 20 წელია, ბოზალის საჯარო სკოლას ხელმძღვანელობს. მისი მართვის სტილი კი პროფესიონალიზმისა და დედობრივი მზრუნველობის იდეალური სინთეზია.

„ჩემთვის სკოლა და ბავშვები ყოველთვის პირველ ადგილზე დგას“, - აღნიშნავს დირექტორი, - „ეს ჩემი მეორე ოჯახია, სადაც ალბათ უფრო მეტ დროს ვატარებ, ვიდრე საკუთარ სახლში. სათითაოდ მიყვარს თითოეული მათგანი. უზომოდ მახარებს მათი ბედნიერება და მათ სულ მცირე პრობლემასაც კი ისე განვიცდი, როგორც საკუთარი ოჯახის წევრისას. ყოველთვის ვცდილობ, გვერდით დავუდგე და მოვუგვარო ნებისმიერი საწუხარი, რაც მათ პატარა და თბილ გულებს აწუხებს. ჩვენს სკოლაში შექმნილია ყველა პირობა, რომ როგორც მასწავლებლებმა, ისე მოსწავლეებმა თავი დაცულად და კომფორტულად იგრძნონ“.

დირექტორისთვის პრიორიტეტი არა მხოლოდ აკადემიური მოსწრება, არამედ მოსწავლეთა პიროვნული განვითარებაა. ზაირა არაკელიანს მიაჩნია, რომ სკოლამ, პირველ რიგში, საზოგადოებას ღირსეული მოქალაქეები უნდა გაუზარდოს:

„ჩვენს მოსწავლეებს შრომისმოყვარეობას, ადამიანობას, ემპათიასა და ტოლერანტობას ვუნერგავთ. პირველ რიგში, მათ კარგ ადამიანებად ვზრდით. საკუთარი მაგალითით ვუჩვენებთ, როგორ უნდა მოვექცეთ და როგორ გვიყვარდეს ერთმანეთი. მტკიცედ მწამს, რაც უნდა განათლებული იყოს ადამიანი, თუ მას ეს ფუნდამენტური თვისებები არ გააჩნია, ვერც საკუთარ თავს გამოადგება და ვერც ქვეყანას“.

სკოლის სწორი ღირებულებებისა და მაღალი აკადემიური ხარისხის დასტურია მიმდინარე წლის კურსდამთავრებულებიც. წელს ბოზალის სკოლა 3-მა მეცხრეკლასელმა დაამთავრა, რომლებიც სწავლას მეზობელ, სულდის საჯარო სკოლის საშუალო საფეხურზე გააგრძელებენ. დირექტორი თავისი აღზრდილების მომავალს დიდი იმედითა და სიამაყით უყურებს: „ისინი ძალიან ნიჭიერი, შრომისმოყვარე და მიზანდასახული ახალგაზრდები არიან. მჯერა და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენს სკოლას ჯერ საშუალო საფეხურზე ასახელებენ, შემდგომ კი უმაღლეს სასწავლებლებშიც დიდ წარმატებებს მიაღწევენ“, - გვეუბნება ქალბატონი ზაირა.

ბოზალის სკოლა უკვე დიდი სიყვარულით ემზადება ახალი სასწავლო წლისთვის - სექტემბერში ორ პირველკლასელ გოგონას ელოდებიან და პედაგოგებმა უკვე დაიწყეს ზრუნვა იმისთვის, პატარებს განსაკუთრებული და თბილი დახვედრა მოუწყონ - ზუსტად ისეთი, რომ მათ ყოველდღე სიხარულით შეაღონ სკოლის კარი.

ახალი სასწავლო წლისა და დიდი გზის დასაწყისში კი, გამოცდილი პედაგოგი და დირექტორი მომავალ თაობას გულწრფელი სიტყვებით ამხნევებს და საუკეთესო სურვილებს უგზავნის:

„ყველა მოსწავლეს, აბიტურიენტსა და საერთოდ, მთელ ახალგაზრდობას ვუსურვებ ჯანმრთელობას, ბედნიერ და ნათელ ცხოვრებას. მინდა, იყვნენ კარგი ადამიანები, დაუღალავად ისწავლონ, იშრომონ და გულით ნანატრ ყველა მიზანს აუცილებლად მიაღწევენ. ისინი ხომ ჩვენი ღირსეული შემცვლელები არიან - ჩვენი ქვეყნის იმედი“.

 

 


კომენტარები


ეტალონი

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

სიახლეები

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

როგორ ხდება საათების განაწილება მასწავლებლებისთვის - არსებული პრაქტიკა

რა ფერის და როგორი ზედებია დაშვებული სასკოლო ფორმის პიჯაკის შიგნიდან - ფერების ჩამონათვალი 

მე-12 კლასელებთან დაკავშირებით ცვლილებაა - უმაღლესი განათლების შესახებ მინისტრმა დეტალებზე ისაუბრა 

რომელ სკოლებს შეეხოთ მინისტრის ბრძანება - რა შეიცვალა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის

პიროვნება

„ჩემი აზრით, სკოლაში სასკოლო ფორმების შემოღება მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილებაა“

სკოლები

ერთკვირიანი სამუშაო პროცესის შემდეგ პროექტის მონაწილეები წყალტუბოში, მათეს მარანში შეიკრიბნენ

სკოლაში მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებასი წახალისებულია

ღონისძიების ფარგლებში მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს თემატურ ვიქტორინაში

საინტერესო

მათემატიკის ფინალური საგნობრივი ოლიმპიადა 1-2 დეკემბერს ონლაინ ფორმატით გაიმართება

ერთი შეხედვით, ეს საკმაოდ ჩვეულებრივი სიტყვაა, მაგრამ მისი არჩევა ასახავს ხელოვნური ინტელექტის მნიშვნელობის ზრდასთან დაკავშირებულ მზარდ შეშფოთება

 

გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით

ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი

 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება