სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„მასწავლებლებს 2025 წლის ტესტი ჩაგვიტვირთეს, სესია ნახევარი საათით გვიან დაიწყო... ქალი ცუდად გახდა“ - უკმაყოფილო აპლიკანტებს NAEC პასუხობს
10-07-2026
-
+


9 ივლის მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდის დილის სესია დაგვიანებით დაიწყო. საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აპლიკანტების უკმაყოფილობა მრავალფეროვანი იყო. ნაწილი ამბობდა, რომ გამოცდა დაგეგმილზე 20-25 წუთით გვიან დაიწყო, ნაწილი კი იმასაც ამბობდა რომ დაწყებული ტესტი შეაწყვეტინეს, რადგან აღმოაჩინეს, რომ წინა წლის ტესტი იყო ჩატვირთული.. უკმაყოფილებას აპლიკანტები სოციალურ ქსელშიც აქტიურად გამოხატავენ, გთავაზობთ რამდენიმე კომენტარსა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განმარტებას.

-„რატომ არ აკეთებთ დილის სესის შესახებ კომენტარს ან განმარტებას? - სრული განუკითხაობა, ქაოსი და მასწავლებლების კიდევ უფრო სტრესულ გარემოში მუშაობა იყო ეს.

აი რა მოხდა დილის სესიაზე: 9 სათის ნაცვლად გამოცდა დაგვიანებით დაიწყო. განმარტება იყო: ველოდებით, ველოდებით, მაგრამ ახსნა არსაიდან, ვის ან რას ელოდებოდნენ? შემდგომ როდესაც მასწავლებელება დაიწყეს ტესტებზე მუშაობა პასუხების ფურცელში რამოდენიმეს ჩანიშნულიც კი ქონდა, კივილით გაათიშინეს 15 წუთში ლეპტოპები, იმიტომ რომ ჩატვირთული იყო 2025 ტესტი, არ ვიცით ეს როგორ, რანაირად? და 09:45 წუთზე ამდენი ნერვიულობის ფონზე თავიდან დაიწყო გამოცდა. მორალური და ემოციური დაძაბულობა ისედაც არ აკლია ამ მასწავლებლებს და დღეს რაც მოხდა, მათ მიმართ სრული უსამართლობა იყო“... 

-„მართლა საშინელება იყო. დილით ვინც გამოცდაზე ვიყავით, აშკარად დავზარალდით და რეაგირება არ მოყოლია ამ ამბავს, სამინისტროს მხრიდან“;

-„ბოდიშს და განმარტებას ვინ დაეძებს , დამკვირვებლები თავიანთ თავს ჯავრობდნენ, „შესვენება აღარ მოგვიწევსო“ და რამდენჯერ ვიკითხეთ, რამდენია დრო, დარჩენილითქო? - მასწავლებლები ხართ და გამოთვალეთო. უკაცრავად მაგრამ დრო თქვენ უნდა შეგვახსენოთ ამისათვის ხართ აქ მეთქი“;
 
-„გამოცდის გარდა ყველაფერს ჰგავდა დღევანდელი გამოცდა. აი, ტიპებს რამხელა ხარვეზი ჰქონდათ, თითქმის ერთი საათით გვიან დავიწყეთ გამოცდა მერე თავი კონცლაგერში მეგონა ისე დაიყვირეს გათიშეთო. ჩემი გაოცება გამოიწვია იმან, რომ მარცხენა ხელში ნამუშევარი ფურცელი ლეფტოპზე ოდნავ მაღლა დავიჭირე ხელში, პასუხს ვაზუსტებდი გონებაში და ლამის გამომომაგდეს დარღვევაო. ერთიც გავიფიქრე ეხლა დაახიე თავზე ეს ფურცლები და წადი-თქო, მაგრამ თითქმის ყველაფერი დაწერილი მქონდა და დამენანა“;
 
-„ჯერ 15 წუთი გვალოდინეს, ვიღაცას დააგვიანდა და ველოდებითო, არ მოვიდა ის ვიღაცა, როგორც იქნა დაგვრთეს ნება, - დაიწყეთო. 15 დავალება შესრულებული მქონდა უკვე და არაადამიანური ხმით მიაკივლეს-ყველამ სასწრაფოდ დახურეთო! მე პირადად ვიფიქრე,ვიღაც ტერორისტი შემოიჭრა და გვაფეთქებს-თქო. არ გაიკვირვოთ, წინა წლის ტესტები ჩაგვიტვირთეს თურმე ბევრს გეცნოთ ხომ ეს სიტუაცია? რა სტრესი და ნერვიულობაც დღეს რამდენიმე ათასმა კაცმა გადავიტანეთ, ამას ვინ და რით გამოასწორებს???.. მე კი ვარ მაღალ კლასებში სერტიფიცირებული და საცდელად გავედი პირველ-მეექვსე ქართულზე, მაგრამ ვისი ბედიც დღევანდელ გამოცდაზე ბევრადაა დამოკიდებული, მათ რა ქნან? ღმერთმა ნუ ქნას, ასე რომ რომელიმე მასწავლებელი მოიქცეს სკოლაში ჯვარზე ხომ გააკრავენ?.. ეს გამოცდა კი არა, ჯოჯოხეთი იყო. ასე პედაგოგებს არავინ უნდა მოექცეს!“
 
-„ჩემ წინ ადამიანს წნევა აეწია, ექიმთან იყო... მართლა, საშინელება ხდებოდა...“

აღნიშნული ინფორმაციიდან გამომდინარე განმარტების გაკეთება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართეთ სადაც ტესტის შეშლაზე პასუხი არ გაუციათ, თუმცა გამოცდის გვიან დაწყება დაადასტურეს.

„ტექნიკური მიზეზის გამო საგამოცდო ცენტრებში საგამოცდო პროცესი დაახლოებით ნახევარი საათის დაგვიანებით დაიწყო. მიუხედავად ამისა, გამოცდისთვის განსაზღვრული დრო არ შეცვლილა და ყველა მონაწილეს ჰქონდა შესაძლებლობა, სრულად ესარგებლა გამოცდისთვის დადგენილი დროით”, - განგვიცხადეს გამოცდების ეროვნულ ცეტრში


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

NAEC აბიტურიენტთა ცნობარში შეტანილ ცვლილებებს საიტზე აღარ აქვეყნებს - აბიტურიენტებს მხოლოდ SMS-ები ეგზავნებათ

შეცვლილი ეროვნული სასწავლო გეგმა და სახელმძღვანელოები... - რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან შეხვედრის საკითხები ცნობილია

„განათლების სისტემაში არ გვაქვს სახარბიელო მდგომარეობა“ - ირაკლი კობახიძე

რამდენპროცენტიანი ბარიერი უნდა გადალახოს აბიტურიენტმა პროფესიულ პროგრამაზე რომ ჩაირიცხოს

დაკავებულია არასრულწლოვანი, რომელმაც მოზარდის ფოტოებით პორნოგრაფიული ვიდეო დაამონტაჟა და გაავრცელა

პიროვნება

„დირექტორმა ყველაფერი უნდა გააკეთოს მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად“...

ფშაველის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება - დირექტორი, არჩილ ხუტუაშვილი არსებულ გამოწვევებსა და ცვლილებებზე საუბრობს

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

სკოლები

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას მრავალფეროვანი ნომრები წარუდგინეს

დღის ბოლოს კურსდამთავრებულთა თეთრი პერანგები საუკეთესო სურვილებითა და სამახსოვრო მინაწერებით აჭრელდა

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება