სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

„არ ამოწოვოთ სისხლი ნაკბენიდან“ - რა უნდა გააკეთოთ თუ გველმა გიკბინათ 
17-06-2026
-
+


როგორ უნდა დაიცვათ თავი და რა უნდა გააკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ გველმა გიკმინათ - დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს ავრცელებს, და განმარტავს, რომ მოსახლეობამ უნდა გაითვალისწინოს ფაქტი, რომ თუ გველის მოკვლის შემთხვევაში, რეფლექსის გამო მას 1 საათის განმავლობაში კიდევ შეუძლია კბენა.

„არ ამოწოვოთ სისხლი ნაკბენიდან; არ გაკვეთოთ და არ მოწვათ ნაკბენი ადგილი; არ დაადოთ ლახტი ან ყინული; არ დაამუშაოთ იოდით, ბრილიანტის მწვანით ან სპირტით; არ მოიბანოთ დაკბენილი ადგილი და არ მიიღოთ ალერგიული/სპირტიანი სასმელი.

პირველადი დახმარება: შეინარჩუნეთ სიმშვიდე და სასწრაფოდ დაუკავშირდით სასწრაფო დახმარებას (112); დააწვინეთ დაზარალებული ბრტყელ ზედაპირზე; მოხსენით ბეჭედი ან სხვა სამკაული, თუ კბენა ხელზეა; უზრუნველყავით სითხის მიღება; კლინიკაში მიყვანამდე დაზარალებულმა უნდა დალიოს დიდი რაოდენობით სითხე. ასევე, სხეულის პოზიცია დაზიანებული ადგილი სასურველია იყოს გულის დონეზე ოდნავ დაბლა.

მნიშვნელოვანია თუ გველი მოკალით, რეფლექსის გამო მას 1 საათის განმავლობაში კიდევ შეუძლია კბენა. ტრანსპორტირებისას მოათავსეთ მყარ ყუთში და ხელით არ შეეხოთ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

რაც შეეხება პრევენციას, თუ როგორ ავიცილოთ თავიდან, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ცნობით, გველების სავარაუდო არეალში უნდა ჩაიცვათ გრძელი შარვალი და მაღალყელიანი ფეხსაცმელი

„გამოიყენეთ ჯოხი, სიარულისას აკაკუნეთ მიწაზე - ხმაურზე გველი თვითონ გაგეცლებათ.

იყავით ფრთხილა,დ ნუ შეეხებით მიწაზე უცნობ, „ჭრელ ჯოხებს“ ან საგნებს. ნუ გამოიწვევთ გველს პროვოცირებაზე. აქტიურობის სეზონი საქართველოში გველი აქტიურია აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე, ძირითადად ღამით ან სიცხეების დადგომამდე დღისით. გართულების შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დაწესებულებას! (სადაც მკურნალობისთვის გამოიყენება სპეციალური ანტიტოქსიკური შრატები) - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საქართველოში გველგესლას გვარის 4 სახეობის გველია გავრცელებული, რომელთაგან ყველაზე შხამიანია გიურზა. იგი აღმოსავლეთ საქართველოს ნახევრად უდაბნო ტერიტორიებზე ცხოვრობს. მათივე ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ახალგამოჩეკილი გველის შხამი ისევე საშიშია, როგორც ზრდასრულის.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები

მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეთა საყურადღებოდ - საბაზო განათლების ატესტატების გაცემა დაიწყო

გამოქვეყნდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული, იტალიური და ქართული ენის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო - რა ასაკის ბავშვებს მიიღებენ ბაღები

პიროვნება

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

კონფერენციის ფარგლებში პედაგოგებმა ერთმანეთს გაუზიარეს ის გამოცდილება, რომელიც ყოველდღიურ პრაქტიკაში უკვე წარმატებით გამოცადეს
 

„ჯეო სქაი“ იწყებს ინსტიტუციური განვითარების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება