სიახლეები
ყველაზე პოპულარული
მსოფლიო, საინტერესო

შეფასების უნიკალური სისტემა - რატომ არის 1-იანი უმაღლესი ნიშანი გერმანელი მოსწავლეებისთვის
20-06-2026
-
+


გერმანიის სასწავლო დაწესებულებებში შეფასების სისტემა ჩვენთვის ნაცნობი მოდელისგან კარდინალურად განსხვავდება. პირველი განსხვავება ქულების რაოდენობაშია, შემდეგ კი მათ მნიშვნელობაში.

ძირითადად გერმანიის სკოლებსა და უნივერსიტეტებში იყენებენ 6 და 15-ქულიან სისტემას. გერმანიაში მასწავლებელი ცდილობს მაქსიმალურად ზუსტად შეაფასოს მოსწავლის ცოდნის დონე და უნარები, შესაბამისად, ზოგიერთ საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოქმედებს შეფასების სისტემა სამ ათწილადამდე სიზუსტით, მაგალითად: 1.0, 1.3, 1.7, 2.0, 2.3 და ა.შ. 

გერმანიაში სკოლისა და უნივერსიტეტების შეფასების სისტემები ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული და ასახავს ქვეყანაში დამკვიდრებულ საგანმანათლებლო მოდელს, რომლსაც საფუძვლად უდევს სიზუსტე და სისტემურობა.

გერმანიაში ითვლება, რომ ცოდნა უნდა იყოს სტრუქტურირებული და სისტემატიზებული, და არა ერთმანეთისგან მოწყვეტილი ფაქტების ერთობლიობა. ცოდნისა და უნარების შეფასება კი უნდა იყოს მაქსიმალურად ზუსტი და ობიექტური, რათა რეალურად ასახავდეს მოსწავლის ან სტუდენტის მომზადების დონეს.

6-ქულიანი შეფასების სისტემა

ექვსქულიანი შეფასების სისტემა გერმანიაში XIX საუკუნეში დამკვიდრდა და მას შემდეგ თითქმის უცვლელი სახით გამოიყენება.

იგი მოქმედებს პირველი კლასიდან მეათე კლასამდე, აგრეთვე პროფესიულ სკოლებსა (Berufsschule) და უნივერსიტეტებში. ამ სისტემით მოსწავლე ან სტუდენტი იღებს შეფასებას 1-დან 6-მდე:

1 - შესანიშნავი / ძალიან კარგი ((ausgezeichnet / sehr gut) - უმაღლესი ქულაა. ენიჭება უმაღლეს დონეზე, შეცდომების გარეშე შესრულებულ სამუშაოს;

 2 - კარგი (gut) - დავალება შესრულებულია კარგად, თუმცა მცირე ხარვეზებით;

3 - დამაკმაყოფილებელი (befriedigend) სამუშაო მთლიანობაში სწორად არის შესრულებული, მაგრამ დაშვებულია შეცდომები;

4 - საკმარისი (ausreichend)- მიუთითებს, რომ ნაშრომის გაუმჯობესება შესაძლებელია ან თემა ათვისებულია მხოლოდ მინიმალურად დასაშვებ დონეზე;

5 - არადამაკმაყოფილებელი (mangelhaft) - სამუშაო საჭიროებს არსებით გადამუშავებას;

6 - არასაკმარისი (ungenügend) - დაშვებულია სერიოზული შეცდომები და საჭიროა გამოცდის ან დავალების ხელახლა ჩაბარება.

აღსანიშნავია, რომ გერმანიის სკოლებსა და უნივერსიტეტებში არ ფასდება ქცევა და დასწრება. ქულები ენიჭება მხოლოდ იმ ცოდნასა და უნარებს, რომელსაც მოსწავლე ან სტუდენტი ავლენს გაკვეთილებზე ან გამოცდებზე. ეს მიდგომა ხელს უწყობს სუბიექტურობის შემცირებას.

15-ქულიანი შეფასების სისტემა

გერმანიაში 15-ქულიანი შეფასების სისტემა გამოიყენება ძირითადად ზედა საფეხურზე (Sekundarstufe II)  ბოლო კლასებში და Abitur-ის გამოცდებზე, რომლებიც უნივერსიტეტში ჩაბარებისთვის გადამწყვეტია.

ქულათა დიაპაზონი მერყეობს 0-დან 15 ქულამდე, თუმცაღა აქ 6-ქულიან სისტემასთან შედარებით, ლოგიკა შებრუნებულია -  რაც მეტია ქულაა - მით უკეთესია შედეგი.  მინიმალური ქულა ცოდნის დაბალ დონეზე მიუთითებს, ხოლო მაქსიმალური ქულა მაღალ აკადემიურ მოსწრებაზე. მოსწავლე უფრო საფუძვლიანად და დეტალურად ფასდება, რაც ობიექტური ქულის მიღების საშუალებას იძლევა და ბავშვს მასალის უკეთ ათვისებისთვის მოტივაციას აძლევს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები

მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეთა საყურადღებოდ - საბაზო განათლების ატესტატების გაცემა დაიწყო

გამოქვეყნდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული, იტალიური და ქართული ენის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო - რა ასაკის ბავშვებს მიიღებენ ბაღები

პიროვნება

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

კონფერენციის ფარგლებში პედაგოგებმა ერთმანეთს გაუზიარეს ის გამოცდილება, რომელიც ყოველდღიურ პრაქტიკაში უკვე წარმატებით გამოცადეს
 

„ჯეო სქაი“ იწყებს ინსტიტუციური განვითარების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება