სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო, საინტერესო

აიკრძალა საჯარო სკოლებში ფულის აგროვება და მასწავლებლებისთვის საჩუქრები - ახალი შეზღუდვა სასწავლო წლის ბოლოს შვედეთში ამოქმედდა
08-07-2026
-
+


საჯარო სკოლის მასწავლებლებისა და სხვა თანამშრომლებისთვის სასწავლო წლის ბოლოს საჩუქრების გადაცემა და თანხის შეგროვება აიკრძალა შვედეთის რამდენიმე კომუნაში ახალი შეზღუდვები ამოქმედდა.

ამ დროისთვის, ბოლო კომუნა, რომელმაც აღნიშნული რეგულაცია მიიღო, ვესტეროსია. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა VLT იუწყება.

მსგავსი წესები უკვე მოქმედებს ჰალსტაჰამარში, ტრელებორგსა და კარლსტადშიც.  კომუნა მშობლებსა და მოსწავლეებს მოუწოდებს, მასწავლებლებისთვის საჩუქრები აღარ შეიძინონ.

„ზოგიერთ კლასში სიტუაცია უკონტროლოა - შეგროვებული თანხები საკმაოდ სოლიდურია“, - განუცხადა ტელეკომპანია TV4-ს ვესტეროსში შვედეთის მასწავლებელთა კავშირის თავმჯდომარემ.

ახალი წესების თანახმად, თუ სასწავლო წლის დასრულების ცერემონიაზე მოსწავლე მასწავლებელს საჩუქრის გადაცემას შეეცდება, პედაგოგს უარის თქმა მოუწევს. თუმცა აკრძალვა მხოლოდ ფასიან საჩუქრებს ეხება.

„შეგიძლიათ დაწეროთ თბილი წერილი, გაუგზავნოთ ელექტრონული შეტყობინება ან გზისპირას დაკრეფილი მინდვრის ყვავილები აჩუქოთ“, - დასძენს ერიკ ლილიენსკუგი TV4-თან საუბრისას.

ადგილობრივი მთავრობის განმარტებით, ძვირადღირებული საჩუქრები შესაძლოა ზეგავლენის მცდელობად აღიქმებოდეს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მასწავლებლები აფასებენ მოსწავლეებს და იღებენ მათთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. 

ვესტეროსის კომუნის წარმომადგენელთა განცხადებით, არც ერთ მშობელსა და მოსწავლეს არ უნდა გაუჩნდეს განცდა, რომ კლასში ფულის აგროვება აუცილებელია. 

ვესტეროსის შვედეთის მასწავლებელთა კავშირის წარმომადგენლის, განცხადებით, აკრძალვა მადლიერების გამოხატვას არ ეხება - ახალი წესები მხოლოდ ფასიან საჩუქრებს კრძალავს, მოსწავლეებს კი რჩებათ უფლება, მადლიერება გამოხატონ წერილით, ღია ბარათით, ელექტრონული შეტყობინებით, საკუთარი ხელით დამზადებული ნივთით ან მინდვრის ყვავილებით. 

საზოგადოებაში გადაწყვეტილებამ დებატები გამოიწვია – მოსწავლეებისა და მშობლების ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს მრავალწლიანი ტრადიციის შეზღუდვაა, ხოლო ზოგიერთი იურისტი აღნიშნავს, რომ „ზომიერი ღირებულების“ საჩუქრები თავისთავად კანონს არ ეწინააღმდეგება.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

სკოლებში მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა - „ჰელოუინი 2026“ აკრძალვების ფონზე მსოფლიოს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

ინფორმაცია გამოცდაზე გასვლის მსურველი მასწავლებლებისთვის - რა დოკუმენტი უნდა წარადგინოთ 6 ნოემბრამდე და ვის ეხება NAEC-ის განცხადება

„დიდი სტიმულია, როცა ერთი პატარა მაღალმთიანი სოფლის სკოლიდან აღწევ ასეთ წარმატებას“ - დეხვირის საჯარო სკოლის პედაგოგი მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლბელი გახდა

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება