სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

მასწავლებლის სახლმა უცხოენოვანი მასწავლებლები დააჯილდოვა
09-07-2026
-
+


ეკატერინე ხუციშვილმა უცხოენოვანი მოხალისე მასწავლებლები დააჯილდოვა - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 
 
მათივე განცხადებით, ეკატერინე ხუციშვილმა, „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის უცხოენოვან მოხალისე მასწავლებლებს სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
 
„დაჯილდოება პროგრამის „უცხოური ენების განვითარების და მხარდაჭერის“ მიმართულების 2025-2026 სასწავლო წლის შემაჯამებელი ღონისძიების ფარგლებში გაიმართა.
 
ღონისძიებაზე ასევე დაჯილდოვდნენ იმ სკოლების მასწავლებლები, მოსწავლეები და დირექტორები, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს უცხოური ენების სწავლების ხელშეწყობის, კულტურათაშორისი დიალოგის გაძლიერებისა და მულტილინგვური საგანმანათლებლო გარემოს ფორმირების პროცესში.
 
შეხვედრის მონაწილეებმა წარადგინეს პროგრამის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შემაჯამებელი პრეზენტაციები, აუდიტორიას გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება და მიღწეული შედეგები. ასევე გაიმართა პროგრამის შედეგად შექმნილი საგანმანათლებლო რესურსების წარდგენა.
2025-2026 სასწავლო წელს „ასწავლე საქართველოსთვის“ პროგრამის ფარგლებში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი თანამშრომლობდა ფრანგულ, ინგლისურ, გერმანულ, იტალიურ და ჩინურენოვან უცხოელ მოწვეულ მასწავლებლებთან.
 
უცხოენოვანი მოხალისე მასწავლებლები, სასწავლო წლის განმავლობაში განაწილებულნი იყვნენ საქართველოს 7 რეგიონის 30-მდე საჯარო სკოლაში, სადაც უცხოური ენის ადგილობრივ მასწავლებლებთან და თემთან თანამშრომლობით განახორციელეს სხვადასხვა ინტერკულტურული, საგანმანათლებლო, შემეცნებითი და სოციალური პროექტი.
 
მოხალისე მასწავლებლები ჩართულნი იყვნენ ცენტრის მიერ დაგეგმილ აქტივობებში, ზრუნავდნენ ადგილობრივი უცხოური ენის მასწავლებლების უწყვეტ პროფესიულ განვითარებაზე და ხელს უწყობდნენ სკოლებში თანამშრომლობითი კულტურის განვითარებას“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება