| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

მალე ახმეტის მუნიციპალიტეტის, მაღრაანის საჯარო სკოლაში, რომლის დიდ ოჯახს კიდევ ორი - ფიჩხოვნისა და არგოხის სკოლები უერთდება, განსაკუთრებული სამზადისი დაიწყება პირველკლასელთა შესახვედრად. როგორც სკოლის დირექტორი, გულისა ნათელაური გვიმხელს, აქ თითოეული ბავშვი უდიდესი იმედი, სიხარული და ახალი სიცოცხლეა. სწორედ ამიტომ, პატარების დასახვედრად სკოლის კოლექტივი საოცრად ემოციურ და დასამახსოვრებელ დღესასწაულს ამზადებს.
იმისათვის, რომ სკოლის პირველი დღე ბავშვებისთვის ჯადოსნურ მოგონებად იქცეს, სკოლის ზღურბლთან პატარებს არა მხოლოდ მასწავლებლები, არამედ მათი ყველაზე უფროსი მეგობრები დახვდებიან.
დირექტორი განსაკუთრებული სიამაყითა და ემოციით გვიზიარებს იმ გეგმებს, რომლებიც პირველკლასელთა გულების მოსაგებად მომზადდა:
„ჩვენს დიდ ოჯახში, მაღრაანის, ფიჩხოვნისა და არგოხის სკოლებში, ჯამში 8 პირველკლასელს ველით. გვინდა, რომ ეს დღე მათთვის უნიკალური იყოს, ამიტომ ჩვენს პატარებს სკოლის შესასვლელთან მეთორმეტეკლასელები დახვდებიან. უფროსი მოსწავლეები მათ ხელს ჩაჰკიდებენ, გაამხნევებენ და სასწავლო წლის დაწყების პირველ, საზეიმო ზარსაც ერთად დარეკავენ. ჩვენი მიზანია, თითოეულმა მათგანმა პირველივე წუთიდან იგრძნოს, რომ აქ მათი მეორე სახლია“.
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
სკოლაში დასაქმების მსურველ მასწავლებელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები განსხვავდება - რა წერია კანონში
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
„ეს ინიციატივა ბავშვებისთვის ბუნებაზე ზრუნვისა და გარემოს დაცვის პირველი მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო“
გამარჯვებების დროა! „ეტალონისა“ და IZRUNE.GE-ს ფინალური საგნობრივი ოლიმპიადები გელით
ტექნოლოგიების გამოყენების შეზღუდვის შემდეგ მასწავლებლებმა უკვე შეამჩნიეს, რომ მოსწავლეები სასწავლო პროცესში უფრო აქტიურად არიან ჩართულნი
„ეტალონის“ ოლიმპიადაში მონაწილეობა კი საქართველოს მასშტაბით ასეულობით მოსწავლისთვის უკვე ნიშნავს გამარჯვებას