სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები, მსოფლიო, საინტერესო

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში
07-07-2026
-
+


ინდოეთში 2 მილიონზე მეტმა მომავალმა მედიკოსმა ერთ-ერთი ყველაზე რთული ეროვნული გამოცდა მეორედ ჩააბარა მას შემდეგ, რაც საგამოცდო კითხვების გაჟონვა დადასტურდა. ხელისუფლებამ პირველი გამოცდის შედეგები სრულად გააუქმა. საგამოცდო ცენტრებში მისულ აბიტურიენტებს კი უსაფრთხოების უპრეცედენტო ზომები დახვდათ. მათ ჩაუტარდათ პირადი ჩხრეკა, სკანირება, ბიომეტრიული იდენტიფიკაცია და მეტალოდეტექტორით შემოწმება, ცენტრებთან კი პოლიცია და სამხეროებიც კი იყვნენ მობილიზებული.

როგორც The Guardian-ი წერს, ათასობით ახალგაზრდისთვის განმეორებითი გამოცდა ისედაც მძიმე და დამღლელი პროცესი ნამდვილ კოშმარად იქცა.

აღნიშნული გამოცდა სამედიცინო უნივერსიტეტებში ჩაბარების მთავარი წინაპირობაა, თუმცა სასურველ ადგილს მხოლოდ კანდიდატთა 5-6% იღებს. 

ბევრი აბიტურიენტი წლები ემზადება, ძვირადღირებულ მოსამზადებელ კურსებს გადის და ყოველდღიურად საათობით სწავლობს, რათა კონკურსი წარმატებით გაიაროს. ინდოეთის განათლების მინისტრმა, დჰარმენდრა პრადჰანმა, პირობა დადო, რომ განმეორებითი გამოცდა „სამართლიანად და გამჭვირვალედ“ ჩატარდებოდა. ამასთან, მთავრობამ საგამოცდო კითხვების სავარაუდო გაჟონვის საქმეზე ფართომასშტაბიანი გამოძიება დაიწყო.

მიუხედავად ამისა, გამოცდაზე ხელახლა გასულმა ბევრმა მონაწილემ აღნიშნა, რომ მეორე ტესტი პირველზე გაცილებით რთული აღმოჩნდა. სკანდალის ფონზე ინდოეთის მთავრობამ დროებით შეზღუდა Telegram-ზე წვდომა. გადაწყვეტილებას ინტერნეტში გამოხატვის თავისუფლების დამცველების მწვავე კრიტიკა მოჰყვა, თუმცა კომპანიამ სასამართლო დავა წააგო - მოსამართლეებმა შეზღუდვა კანონიერ და დასაბუთებულ ზომად მიიჩნიეს. სამედიცინო გამოცდებთან დაკავშირებული ეს სკანდალი მხოლოდ ერთ-ერთია იმ არაერთი გახმაურებული შემთხვევიდან, რომლებმაც მნიშვნელოვნად შეარყია ნდობა ინდოეთის მასშტაბური საგამოცდო სისტემის მიმართ. სწორედ ეს სისტემა ყოველწლიურად ათობით მილიონი ადამიანის უნივერსიტეტებში მიღებისა და სახელმწიფო სამსახურში დასაქმების შესაძლებლობას განსაზღვრავს.

ამ მოვლენამდე ცოტა ხნით ადრე, ქვეყნის უმნიშვნელოვანესი სასკოლო გამოცდის შედეგების შეფასებისას გამოვლენილი შეცდომების გამო, 400 000-ზე მეტმა ინდოელმა მოსწავლემ საკუთარი საგამოცდო ნაშრომის ასლები მოითხოვა. პროტესტი მას შემდეგ გაძლიერდა, რაც შეფასების ახალი ციფრული სისტემის დანერგვამ არაერთი ხარვეზი გამოავლინა. 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

სიახლეები

„საშუალო მაჩვენებელი გამოითვლება, გააჩნია, რამდენსაათიანი დატვირთვა აქვს პედაგოგს“

ლექტორების ხელფასი დამოკიდებული იქნება საათებისა და სტუდენტების რაოდენობაზე - „10 ლარიანი ანაზღაურება ერთ წელიწადში ვერ მიიღწევა“

„მოიმატებს ყველა ადამიანის ხელფასი, რომელიც საჯარო სკოლაშია დასაქმებული“...

კავკასიის უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს 

პიროვნება
სკოლები

„ვისურვებდი, თითოეული პედაგოგის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული“ - ნამიკოლაოს საჯარო სკოლის დირექტორი მიხეილ ნაჭყებია

„რაც დღეს პედაგოგს სჭირდება, ეს თანადგომაა“ - ხანდოს საჯარო სკოლის დირექტორის, ოთარ ვანაძე

„მასწავლებელი არის ადამიანი, რომელიც სიცოცხლის დაფასებას გვასწავლის“ - ღვირიშის საჯარო სკოლის დირექტორი პედაგოგებს პროფესიულ დღეს ულოცავს

საინტერესო

მასწავლებლები იმ მოსწავლეებს, ვისაცდაწესებულ სტანდარტებთან შეუსაბამო ვარცხნილობა ჰქონდა, შენობაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

რატომ კრძალავენ ზოგიერთ ქვეყანაში მასწავლებლებისთვის ყვავილების ჩუქებას 

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება