სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

ბათუმში 5 მოსწავლე 2 სკოლელ ბიჭს თავს დაესხა და ფული მოსთხოვა - მათ ჯგუფურ ყაჩაღობას ედავებიან 
09-07-2026
-
+


ბათუმში ერთ-ერთი სკოლის 5 ბიჭი-მოსწავლე ამავე სკოლის 2 ბიჭს თავს დაესხა და ფული მოსთხოვა. მათ ჯგუფურად ყაჩაღობის ჩადენას ედავებიან. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ სკოლის მოსწავლეებს შორის ჩხუბის ყაჩაღობად კვალიფიცირება აბსურდია.

„ბათუმელების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქმის მასალების მიხედვით, სკოლის მოსწავლე 5 ბიჭი ამავე სკოლის მოსწავლე 2 ბიჭს ბათუმში, ერთ-ერთ ქუჩაზე, „წინასწარ შეთანხმებით, ჯგუფურად, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ყაჩაღურად თავს დაესხა არასრულწლოვნებს… ძალადობითა და სიცოცხლის მოსპობით მოსთხოვა ფულადი თანხის გადაცემა“.

ბრალდების შესახებ დადგენილებით არ ირკვევა, გამოართვეს თუ არა ფული ბრალდებულებმა დაზარალებულებს.

ეს შემთხვევა 2024 წელს მოხდა. ბრალდებული არასრულწლოვნები სასამართლოს გირაოს საფუძველზე ჰყავს გათავისუფლებული. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილთან. 8 ივლისს, ამ საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა, თუმცა სხდომები დახურულია, რადგან ბრალდებულები არასრულწლოვნები არიან.

ერთ-ერთ სხდომაზე სასამართლოს ჩვენება უკვე მისცა, მაგალითად, ბრალდებულის ბებიამ, რომელსაც უთქვამს, რომ მისი შვილიშვილს თავდასხმის დროს სცემეს.

„ის თანხა მოსთხოვეს, რაც ჯიბეში ექნებოდათ, ამაზეა ლაპარაკი, ეს იყო უბრალოდ კამათი და ჩხუბი არასრულწლოვან ბავშვებს შორის, სკოლის მოსწავლეებს შორის და არა მატერიალური სიკეთის მიღებაზე,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ადვოკატი ზაზა პაპიძე. – „დაზარალებული თავგამოდებით ამტკიცებს, ეს არის ყაჩაღობაო და ეს გაიზიარა პროკურატურამ.

კამათსა და კონფლიქტზე ყაჩაღობის ბრალდების წაყენება არის სრულიად დაუშვებელი და მიუღებელი. არამართლზომიერია პროკურატურის ასეთი მიდგომა არასრულწლოვანთან მიმართებით. აქ შესაძლოა ყოფილიყო ძალადობაზე საუბარი, რომ შესაძლოა არასრულწლოვანმა ტკივილი განიცადა, მაგრამ ყაჩაღობა არის დაუშვებელი. ჯერ ფულადი თანხა არ ჰქონია არასრულწლოვანს და მერე რა თანხა უნდა მოეთხოვათ? არც თანხა არის ამოღებული, თანხა არ წაურთმევიათ და ამიტომ ეს ბრალი არის აბსურდული.

ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს… ჩხუბი და შეხლა-შემოხლა გვქონდა, მანამდე შეურაცხყოფა მომაყენეს და ამიტომო,“ – გვითხრა ადვოკატმა ზაზა პაპიძემ.

ადვოკატის თქმით, ცემის შედეგად მოზარდებს სხეულის დაზიანება არ მიუღიათ.

ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობა [სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ბ ქვეპუნქტი] ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას, თუმცა მოსამართლეს არასრულწლოვნების კოდექსი უფლებას აძლევს, ეს სასჯელი შეცვალოს.


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პირობები

მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეთა საყურადღებოდ - საბაზო განათლების ატესტატების გაცემა დაიწყო

გამოქვეყნდა ინგლისური, ფრანგული, გერმანული, რუსული, იტალიური და ქართული ენის გამოცდაზე გამოყენებული ტესტები

საყოველთაო რეგისტრაცია დაიწყო - რა ასაკის ბავშვებს მიიღებენ ბაღები

პიროვნება

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

მაგალითად, ცნობილია, რომ პირველ კლასში უცხო ენას აღარ ისწავლიან

ჩვენს სკოლაში ამ ეტაპზეც გამოცხადებულია ვაკანსია მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე და შესაბამისი კადრის მოძიება მარტივი არ არის

სკოლები

„თუ მასალის მიწოდება მოხდება არა ზეწოლით, არამედ განხილვითა და ემოციური ჩართულობით, ვფიქრობ პრობლემები არ შეიქმნება“

კონფერენციის ფარგლებში პედაგოგებმა ერთმანეთს გაუზიარეს ის გამოცდილება, რომელიც ყოველდღიურ პრაქტიკაში უკვე წარმატებით გამოცადეს
 

„ჯეო სქაი“ იწყებს ინსტიტუციური განვითარების ახალ, უმნიშვნელოვანეს ეტაპს

საინტერესო

უჩვეულო სასკოლო წესები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში

საკითხების გაჟონვის გამო ეროვნული გამოცდა ხელახლა ჩაინიშნა - საგამოცდო სკანდალი ინდოეთში

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება