სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ღონისძიებით დაგვირგვინებული სასკოლო ცხოვრება და ზღვა ემოცია გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლაში 
09-07-2026
-
+


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლამ სკოლამ კიდევ ერთი ღირსეული თაობა გააცილა და გულთბილი სურვილები გაატანა. 

სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ დაირეკა. გაიმართა გამოსაშვები ღონისძიება, რომელმაც სკოლაში საოცარი ემოციები დაატრიალა.

მე-12 კლასელთა თეთრი პერანგები კეთილი სურვილებითა და ემოციური მინაწერებით აჭრელდა. 

ახალგაზრდებს დამოუკიდებელი ცხოვრების დაწყება მთელმა სკოლამ მიულოცა.  

სკოლის დირექტორმა საულ სულაბერიძემ მოსწავლეებს ნათელი მომავალი და დიდი წარმატება უსურვა.

მოსწავლეებთან გამომშვიდობება განსაკუთრებით ამაღელვებელი აღმოჩნდა მე-12 კლასის დამრიგებლის - თეა მჟავანაძისთვის. მან კურსდამთავრებულებს სკოლის დამთავრება დიდი სიყვარულით მიულოცა და მოსწავლეებს შეახსენა, რომ ყოველთვის მათ დიდი გულშემატკივრად და მხარდამჭერად დარჩება. 

„ჩემო ძვირფასებო, დღეს თქვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული დღეა - ბოლო ზარი. გისურვებთ, რომ თითოეულმა თქვენგანმა საკუთარი გზა ღირსეულად იპოვოს, არასოდეს დაკარგოთ საკუთარი თავის რწმენა, იმედი და ძალა!!! წინ დიდი ცხოვრება გელოდებათ - ახალი მიზნებით, გამარჯვებებითა და ბედნიერი დღეებით“,- აღნიშნა პედაგოგმა.

მე-12 კლასელებს თბილი სიტყვებით მიმართა და გზა დაულოცა პედაგოგი მაკა ნემსიწვერიძემ.

„გილოცავთ ბავშვებო ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას წარმატებულ და ბედნიერ მომავალს გისუვრებთ მადლობა თქვენი კლასის დამრიგებელს - თეა მჟავანაძეს თქვენზე გაწეული ამაგისთვის სიყვარულისთვის და ამ ლამაზი სიუპრიზისთვის“,- აღნიშნა პედაგოგმა მაკა ნემსიწვერიძემ.

ამჟამად, კურსდამთავრებულები ეროვნულ გამოცდებს აბარებენ, მასწავლებლები კი მათ გულმხრუვალედ გულშემატივრობენ. 

იხილეთ ვიდეო


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება