სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„მუდამ გვეამაყოს თქვენით“ - ჩხაკოურის საჯარო სკოლიდან მე-12 კლასელები დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე საზეიმო ღონისძიებით გააცილეს
09-07-2026
-
+


ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხაკოურის საჯარო სკოლამ კიდევ ერთი ღირსეული თაობა დააფრთიანა და დამოუკიდებელი ცხოვრების გზაზე დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილა. 

სკოლაში მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება. ახალგაზრდებმა სასკოლო ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი ეპიზოდები გაიხსენეს და დირექციასა და პედაგოგებს მათ აღზრდა-განათლებაში ჩადებული შრომისთვის მადლობა გადაუხადეს.

ახალგაზრდებისთვის ბავშვობასთან, პედაგოგებთან და სკოლასთან გამომშვიდობება ამაღელვებელი აღმოჩნდა. იყო ბევრი ემოცია, მილოცვა  და სევდანარევი სიხარული. 

მოსწავლეებს დიდი სიყვარულით მიმართა სკოლის დირექტორმა ალექსანდა მარმა და კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ მათ დიდი გულშემატკივრად და მხარდამჭერად რჩება.

„ძვირფასო კურსდამთავრებულებო, გილოცავთ „ბოლო ზარს“, დღეს თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ეტაპი სრულდება და ახალი გზა იწყება, წინ დიდი შესაძლებლობები და ახალი გამარჯვებები გელით. გისურვებთ წარმატებას, მიზნების ასრულებას და ღირსეულ მომავალს. მუდამ ეამაყოს თქვენით ჩვენს სკოლას“,- აღნიშნა დირექტორმა.

დღეს კურსდამთავრებულები გამოცდებს აბარებენ, სკოლაში კი მათ გულმხურვალედ გულშემატკივრობენ და გამოცდების წარმატებით ჩაბარებას და სასურველ უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას უსურვებენ. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

ხედვის შეფასების კრიტერიუმები, მაქსიმალური და მინიმალური ქულა დადებითი პასუხისთვის მასწავლებლის სახლის დირექტორის ბრძანებით დადგინდა 

2024 წლის მთავარ სიახლეზე ინფორმაციას NAEC ავრცელებს

პიროვნება
სკოლები
საინტერესო

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება