სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სიახლეები

შეცდომის უფლების გარეშე - 10 მთავარი პუნქტი 2026 წლის ეროვნულ გამოცდებზე
30-06-2026
-
+


შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე ყველა დეტალს აქვეყნებს, რასაც აპლიკანტებმა ყურადღება უნდა მიაქციონ.

გაითვალისწინეთ:

გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ტარდება: ფორმატი ტესტის ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. გამოცდაში მონაწილე პირი დავალებას მისთვის განკუთვნილი კომპიუტერის ეკრანზე იხილავს, პასუხებს კი შესაბამის პასუხების ფურცელზე მონიშნავს ან დაწერს.

რეგისტრაციის გავლის შემდეგ გამოსაცდელი იკავებს მისთვის წინასწარ განსაზღვრულ ადგილს შესაბამის სექტორში.

გამოსაცდელს სამუშაო მაგიდაზე დახვდება პასუხების ფურცელი და ფურცელი შავი სამუშაოსათვის, ასევე, გამოცდისათვის გათვალისწინებული დამხმარე მასალა (მაგ.: რუკა, მენდელეევის ტაბულა). აბიტურიენტს, სურვილის შემთხვევაში, შეუძლია გამოიყენოს საკუთარი შავი ფერის გელიანი (ე. წ. ტუშის) კალამი 0,5-0,7 მმ. ბურთულიანი წვერით.

იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი მონაცემები არ არის მითითებული კალამზე, მისი გამოყენება დაუშვებელია.

ანონიმურობის უზრუნველსაყოფად პასუხების ფურცელზე დაიკვრება ინდივიდუალური შტრიხკოდი, რომელიც მაგიდის ნომრის იდენტურია.

განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს პასუხების ფურცლის დაუზიანებლობას. არ შეიძლება მისი დაკეცვა ან დაჭმუჭვნა, რაიმე ჩანაწერის გაკეთება (რომელიც არ ეხება ტესტის კითხვების პასუხს).

ყველა საგამოცდო ცენტრში, რეგისტრაციის სივრცესა და სექტორში დამონტაჟებული იქნება ვიდეოკამერა საგამოცდო პროცესის ჩაწერის უზრუნველსაყოფად.

საგამოცდო დროის ამოწურვის ან გამოსაცდელის მიერ სამუშაოს ადრე დასრულების შემთხვევაში, დამკვირვებელი ამოწმებს, გადატანილია თუ არა პასუხების ფურცელზე სტანდარტული ფრაზა, ასევე, ამოწმებს გამოსაცდელის პასუხების ფურცლისა და შტრიხკოდის დაუზიანებლობას, რასაც აპლიკანტი ადასტურებს უწყისში ხელმოწერით (სახელის ინიციალისა და გვარის ჩაწერით) და ამის შემდეგ დამკვირვებელს აბარებს ნამუშევარს.

სწორდება მხოლოდ პასუხების ფურცელი.

საგამოცდო პროცესი ამით სრულდება. პასუხების ფურცლები ილუქება და იგზავნება შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

 


კომენტარები


ეტალონი

IZRUNE.GE-ს საზეიმო ღონისძიება  - სპეციალური ჯილდოები და სიგელები „იზრუნელ ვარსკვლავებს“ პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა გადასცა

საგნობრივ ოლიმპიადის ფარგლებში კი დარჩა მხოლოდ ერთი მათემატიკის ოლიმპიადა 

19 მაისს „ეტალონის“ საგაზაფხულო სეზონის ფარგლებში ინგლისური ენის ოლიმპიადა დაიწყო

სიახლეები

წამყვანი და მენტორი მასწავლებლების ახალი კომპეტენციები - პროფესიული სტანდარტის დეტალები

„სისტემას სურვილი არ აქვს, მასწავლებელმა კომპეტენცია ვერ დაადასტუროს“

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სწავლა ერთი კვირით შეწყდება - დირექტორის თქმით, რეაბილიტაციაზე იაფი ახალი შენობის აშენება დაჯდება 

„მივიღეთ მყისიერი გადაწყვეტილება, ბავშვების, სკოლის მასწავლებლების, ადმინისტრაციის უსაფრთხოებიდან გამომდინარე“

პიროვნება

ახალი დასაწყისი თამაკონის სკოლაში - როგორ შეხვდნენ მოსწავლეები სასწავლო წლის პირველ დღეს

„მნიშვნელოვანია, მოსწავლე სასწავლო პროცესზე იყოს ორიენტირებული და ყურადღებას სხვადასხვა გასართობი საშუალება არ უფანტავდეს

 

 

სკოლები

„ჩვენი თითოეული მოსწავლე უმნიშვნელოვანესია“ - კონსტანტინე ცხოვრებაძე, ენისლის საჯარო სკოლის დირექტორი

15 იანვარს სკოლამ თავისი სტუმართმოყვარე კარი დიდი სიყვარულით გაუღო მოსწავლეებს
 
საინტერესო

ქვეყნები, რომელთაც PISA-ს კვლევაში საუკეთესო შედეგები აჩვენეს

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება