| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N26 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 188 წლისთავისა და ეროვნული ბანკის დღის აღსანიშნავად, შთამბეჭდავი გასვლითი ღონისძიება მოეწყო.
სკოლის მოსწავლეებს ნიკო ლორთქიფანიძის სახელობის სახლ- მუზეუმმა (ხელმძღვანელი კონსტანტინე ლორთქიფანიძე) უმასპინძლა.
ნიკო ლორთქიფანიძის ძმა იასონ ლორთქიფანიძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ბანკირი იყო, ამიტომ ქუთაისის N26 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეებმა (დამრიგებელი შარლოტა გეგეჭკორი) მოაწყვეს პრეზენტაცია თემაზე - „საქართველოს საბანკო სისტემის ეტაპები“.
პრეზენტაციას ესწრებოდნენ „ზირაათ ბანკის“ მენეჯერი ბექა ინანეიშვილი, „გლობალ კრედიტის“ მმართველი თემურ ნიკოლაძე, „ლიბერთი ბანკის“ წყალტუბოს ფილიალის თანამშრომლები - გოჩა ქარდავა, ნინო ჯიქია, საქართველოს საბანკო ასოციაციის დიპლომირებული „საპატიო ბანკირი“ რევაზ რობაქიძე და ქუთაისის N26 საჯარო სკოლის დირექტორი ვარდო უგლავა.
პრეზენტაცია მეტად საინტერესოდ წარიმართა. მოსწავლეებმა საკითხის სიღრმისეული ცოდნა წარმოაჩინეს და დამსწრე საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
დირექტორი მიიჩნევს, რომ სასკოლო ფორმა მოსწავლეს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას აკისრებს
ვიზიტი შემეცნებითი და საინტერესო აღმოჩნდა
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა