სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში ​კლუბი „ბიომედი“ დაფუძნდა 
12-11-2025
-
+


ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N32 საჯარო სკოლის მოსწავლეები სამედიცინო ცოდნას საკლუბო მუშოაობის ფარგლებში დაეუფლებიან. 

სკოლაში დაფუძნდა კლუბი „ბიომედი“, რომელიც სოფიკო კვერნაძის ინიციატივით შეიქმნა.

კლუბში ჩართულნი არიან მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, კლუბის სახელწოდება სიმბოლურია - „ბიო“ ნიშნავს ცოცხალს, ხოლო „მედი“ - მედიცინას, რაც ჩვენს საქმიანობას ზუსტად გამოხატავს.

კლუბის მიზანია მოსწავლეებში მედიცინისადმი ინტერესის გაღვივება, მედიცინის ძირითადი საკითხების შესწავლა და საინტერესო პრაქტიკული აქტივობების შესრულება.

პირველ შეხვედრაზე მოსწავლეებმა ისწავლეს ხელების სწორად დაბანა, გაეცნენ პირველადი დახმარების ნივთებს და ისაუბრეს ჰიგიენის მნიშვნელობაზე.

მოსწავლეები იყვნენ აღჭურვილი ერთჯერადი ხალათით, ბახილებით, პირბადით, ქუდით, სათვალითა და ხელთათმანებით, რამაც აქტივობას პროფესიული იერი შესძინა.

შეხვედრა იყო საინტერესო, ინტერაქტიული და შემეცნებითი. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

სახელმწიფო უნივერსიტეტებში მობილობის წესები იცვლება – რა შეზღუდვები ამოქმედდება 2026-2027 სასწავლო წლიდან

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

პიროვნება
სკოლები

სკოლაში, სადაც მოსწავლეთა გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის ამაღლებაზე ყოველთვის განსაკუთრებულად ზრუნავენ, ინიციატივას სიხარულით შეხვდნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება