სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

შაუმიანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო-შემეცნებითი პროექტის ფარგლებში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ
07-11-2025
-
+


მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი საგანმანათლებლო ტური მოეწყო. 

29 ოქტომბერს, სკოლის VIIა და VIIბ კლასის მოსწავლეები, მასწავლებლები და მშობლები, სასწავლო-შემეცნებითი პროექტის ფარგლებში, ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმს სტუმრობდნენ. 

მუზეუმის დათვალიერების შემდეგ გაიმართა ღონისძიება. მოსწავლეებმა წარმოადგინეს იაკობ გოგებაშვილისა და სხვა ქართველი მწერლების შემოქმედება. ღონისძიებას ესწრებოდა მუზეუმის ადმინისტრაცია, დირექტორი ქეთი ბერკაცაშვილი, რომელმაც, როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დიდი სითბო და სიყვარული აჩუქა მოსწავლეებს. 

ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებს გადაეცათ მადლობის სიგელები.

მუზეუმის შემდეგ მოსწავლეები რანჩო ვარიანს ესტუმრნენ და მოიხიბლნენ რანჩოს სილამაზითა და გულთბილი მასპინძლობით. ასევე მოინახულეს ჯვრის მონასტერი და სვეტიცხოვლის ტაძარი.

ეს დღე იყო დატვირთული შემეცნებითა და დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით.

როგორც პროექტის ორგანიზატორი კონსულტანტ-მასწავლებელი ნინო ზაქარიაძე აღნიშნავს პროექტის მიზანი იყო არაქართულენოვანი მოსწავლეების ინტეგრაცია ქართულ საზოგადოებაში, ასევე შემეცნება.

„დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის შაუმიანის N1 საჯარო სკოლის დირექტორს, ქალბატონ ჯულიეტა საგატელიანს. კოლეგებს - რუსუდან ქობლიანიძეს, ვიოლეტა სარქისიანს, ირინა ჩობანიანს. მშობლებს, კლასის დამრიგებლებს და ჩვენს უსაყვარლეს მოსწავლეებს“,- აღნიშნავს პროექტის ხელმძღვანელი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება