| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ლემშვენიერას საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელმა - ლია ავალიანმა, მოსწავლეებთან ერთად მნიშვნელოვანი და კეთილშობილური აქცია განახორციელა.
პროექტის - „მომავალი თაობის ხელით შექმნილი მწვანე სივრცე“, ფარგლებში, მათ მონაწილეობა მიიღეს გარემოს გამწვანებაში.
აქციის ფარგლებში, ლია მასწავლებელმა საკუთარი ხარჯებით შეძენილი ნერგები დარგო.
ეს ფაქტი განსაკუთრებულ ხაზს უსვამს მასწავლებლის პიროვნულ ჩართულობას და მოტივაციას.
პროექტის მიზანზე საუბრისას სკოლაში გვეუბნებიან, რომ „მომავალი თაობის ხელით შექმნილი მწვანე სივრცე“ მოწოდებულია, ასწავლოს ახალგაზრდებს პატივისცემა ბუნების მიმართ და ხელი შეუწყოს ჯანსაღი ურბანული გარემოს შექმნას.
სკოლაში მადლობას უხდიან სამოქალაქო განათლების მასწავლებელს საინტერესო ინიციატივისთვის, მოსწავლეებს კი ჩართულობისთვის.
„დიდი მადლობა ლემშვენიერას საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელს, ლია ავალიანს! თქვენი ქმედებით თქვენ არა მხოლოდ გაამწვანეთ ახლად რეაბილიტირებული პირველი საბავშვო ბაღის სივრცე, არამედ პრაქტიკული გაკვეთილი ჩაუტარეთ მოსწავლეებს გარემოს დაცვის, პასუხისმგებლობისა და მომავალზე ზრუნვის შესახებ“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა