სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებმა ძველი და ახალი თბილისის ღირსშესანიშნავი ადგილები მოინახულეს
04-11-2025
-
+


30 ოქტომბერს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეებისთვის დედაქალაქის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად საინტერესო სასწავლო-შემეცნებითი ტური მოეწყო. 

სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა - თამუნა ლაცაბიძესთან (დამრიგებელი) და მარინა ტოხიშვილთან ( ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი) ერთად, მოინახულეს როგორც ძველი, ისე ახალი თბილისის ღირსშესანიშნავი და გამორჩეული ადგილები.

მოსწავლეებისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა აბო თბილელის სახელობის ეკლესიისა და მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძრის მონახულება, რომლის უმთავრეს სიწმინდეს წარმოადგენს წმინდა შუშანიკის საფლავი. მოსწავლეებმა გაიხსენეს ორივე წმინდანის ცხოვრება, მოღვაწეობა და თავგანწირვა ქრისტიანობისთვის. ტაძრების მოლოცვის შემდეგ ისინი ეწვივნენ ილიასა და აკაკის ძეგლს რუსთაველის გამზირზე.

მსგავსი აქტივობები ხელს უწყობს პატრიოტიზმის ამაღლებას, წარსულის პატივსაცემად, მეგობრობისა და სიყვარულის გაღრმავებას, რაც ასე მნიშვნელოვანია პასუხისმგებლიანი მოქალაქის ჩამოყალიბებაში.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები

გაკვეთილზე მოსწავლეებმა გამოიყენეს საინტერესო რესურსი - „ბორბალი“

მოსწავლეები, დამრიგებლის ნინო ჭონქაძის ხელმძღვანელობით, ძველ თბილისს ესტუმრნენ

საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება