| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ უდაბნოს საჯარო სკოლაში მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ.
30 ოქტომბერს, უდაბნოს საჯარო სკოლის მე-8 კლასში ჩატარდა საჩვენებელი გაკვეთილი ქართულ ენასა და ლიტერატურაში რომლის თემა იყო - შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანი“- ამბავი როსტევან არაბთა მეფისა.
გაკვეთილს ესწრებოდნენ ენების კათედრისა და დირექციის წარმომადგენლები.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები, ისაუბრეს მონაკვეთის ირგვლივ, მეთორმეტე საუკუნის სამეფო კარზე არსებული ცხოვრების შესახებ, ყურადღება გაამახვილეს მეფის დამოკიდებულებაზე ვეზირებისა და ზოგადად ხალხის მიმართ. აღნიშნეს მეფისა და მისი ქვეშვრდომების მეგობრული და უშუალო დამოკიდებულების შესახებ, რაც როგორც სკოლაში აღნიშნავენ, ძალზე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ თვითონაც იყვნენ მეგობრულები და შემწყნარებლები ყველა ადამიანის მიმართ. ასევე მე-8 კლასელებმა წაიკითხეს აფორიზმები ამ მონაკვეთიდან, გამოიცნეს მხატვრული სახეები და აღნიშნეს მათ მნიშვნელობა.
დიდი ადგილი დაეთმო ავტორის ბიოგრაფიულ ცნობების შესახებ საუბარს, განსაკუთრებით ზეპირსიტყვიერებაში, ცნობები თავად შეაგროვეს.
გაკვეთილი საინტერესო იყო როგორც მოსწავლეების, ისე დამსწრეთათვის.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა