| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N38 საჯარო სკოლაში სასწავლო წლის მანძილზე არაერთი გასვლითი კულტურული ღონისძიება ეწყობა, რაც მოზარდების კულტურული თუ ისტორიული ცნობიერების ამაღლებას, მათი ხელოვნებით დაინტერესებას, ესთეტიკური ხედვისა და შემოქმედებითობის განვითარებას ემსახურება.
ახალახან, ქუთაისის N38 საჯარო სკოლის IXა კლასის მოსწავლეები დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეას სტუმრობდნენ.
მოსწავლეებმა გალერეაში წარმოდგენილი ნამუშევრები დიდი ინტერესით დაათვალიერეს და დიდი ესთეტიკური სიამოვნებაც მიიღეს.
მე-9 კლასელები გალერიიდან ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დახუნძლულნი დაბრუნდნენ.
გასვლით აქტივობას ორგანიზება გაუწია პედაგოგმა ელისო კიკვაძემ.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
რამდენით იზრდება მასწავლებლების ხელფასები - 2027 წლის ბიუჯეტის პროექტის მეორე განხილვა
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა