სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„შემოსულა ჩვენს ქუჩებში შემოდგომა ქართული“-საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ტრადიციად ქცეული ფესტივალი გაიმართა
30-10-2025
-
+


საქართველოს საპატრიარქოს წმინდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში, გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლის დაფუძნების 16 წლისთავისადმი მიძვნილი კიდევ ერთი ტრადიციად ქცეული „შემოდგომის ფესტივალი“ გაიმართა.

ღია ცის ქვეშ, გიმნაზიის სცენაზე გაიმართა საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ სკოლა-გიმნაზიისა და ხელოვნების სკოლის მხატვრული შემოქმედებითი გაერთიანებები და ინდივიდუალური შემსრულებლები - სკოლა-გიმნაზიის ქორეოგრაფიული ანსამბლი „არსიანი“ (ქორეოგრაფი ჯონი დუგლაძე), ხელოვნების სკოლის ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი (ხელმძღვანელი იონა (ტარიელ) ხუციშვილი), გიტარის შემსწავლელი სტუდია (ხელმძღვანელი ნინო ამირანაშვილი), მრავალგზის საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი, გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი (ხელმძღვანელი დალი დაბრუნდაშვილი), საესტრადო ვოკალური სტუდია (ხელმძღვანელი მარიამ ლიკლიკაძე), ხალხურ საკრავთა ანსამბლი (ხელმძღვანელი მალხაზ ქოიავა), ფესტივალის სტუმარი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითის კულტურისა და ახალგაზრდობის ცენტრთან არსებული ბავშვთა ვოკალური ანსამბლი „ბორა“ (ხელმძღვანელი მაკა კოდუა), ქართველების პოეტმა, თბილისის საპატიო მოქალაქემ, თინათინ მღვდლიაშვილმა წაიკითხა სულხან-საბა ორბელიანისადმი მიძღვნილი ლექსი „სამარეში რა აჩერებს საბას“, აგრეთვე ლექსები წაიკითხეს გიმნაზიის მოსწავლეებმა. 

კონცერტის შემდეგ, გიმნაზიის დირექტორი დეკანოზი მირიან სამხარაძე, სტუმრებთან ერთად, დაესწრო გიმნაზიის ეზოში კლასების მიერ წარმოდენილ, ფესტივალისთვის მომზადებულ საინტერესო და სახალისო ნომრებს. მოსწავლეებმა შეასრულეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის სიმღერები, ცეკვები, დადგეს მოკლესიუჟეტიანი სპექტაკლები, ამ ყველაფერს კი ამშვენებდა კუთხეებისთვის დამახასიათებელი დეკორაციები და კერძები.

„თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზია ულოცავს სრულიად საქართველოს შემოდგომის შემობრძანებას და უსურვებს ყველასთვის ხვავისა და ბარაქის მომტანი წელი ყოფილიყოს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება