| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლაში ჩატარდა მასწავლებლის ეროვნული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლების ხელმძღვანელობით, სკოლის მოსწავლეებმა პედაგოგებს გულთბილი სიტყვებით, ლექსებითა და სამადლობელი ფრაზებით მიულოცეს პროფესიული დღე.
ღონისძიება მეტად საინტერესო გახადა მოსწავლეების მიერ წაკითხულმა ჩანახატებმა, თითოეული წინადადება სითბოსა და სიყვარულის გამოხატულება იყო. გამომსახველობით წაკითხულმა ლექსებმა, ცეკვებმა მნიშვნელოვნად გაალამაზა ეს დღე.
ღონისძიების დასასრულს ბავშვებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს პედაგოგების შრომა და ღვაწლი მოსწავლეთა აღზრდის პროცესში და მათ სიგელები გადასცეს.
სკოლის დირექტორმა პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა და წარმატებები უსურვა.
„მადლობა ზრუნვის თითოეული წამისთვის, მადლობა სითბოსა და სიყვარულისთვის, რომელიც ყოველთვის იგრძნობა თქვენგან“,-ამ სიტყვებით, სასკოლო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გამოხატა უდიდესი პატივისცემა მასწავლებლების მიმართ.
მასწავლებლის ეროვნული დღე ყოველ წელს ქართველი პედაგოგის, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის, პუბლიცისტის, საბავშვო მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს, 27 ოქტომბერს აღინიშნება.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
განაცხადის ვადები, კვალიფიკაცია და სხვა დეტალები
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა