| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით.
ახლახან, სკოლის ნორჩმა ქიმიკოსებმა მოლის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოლის დღის აღნიშვნის მიზანი იყო მეცნიერების მიმართა მოსწავლეთა ინტერესის გაზრდა. ამ მიზნის მისაღწევად, ამ დღეს, არაერთ საინტერესო აქტივობა განხორციელდა.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს კვირეულის ვიდეორგოლი, დაამზადეს კუბი „ავოგადროს კანონი“, პოსტერები, ჩაატარეს სახალისო ცდები, იანგარიშეს წყლის მოლეკულების რაოდენობა, მასა და მოცულობა მოცემული მოლების მიხედვით. ასევე გამართეს საინტერესო პრეზენტაცია თემაზე - „მოლი-ნივთიერებათა რაოდენობა“.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მასშტაბით, ქიმიკოსები, მოსწავლეები თუ ქიმიის გულმხურვალე მოყვარულები 23 ოქტომბერს მოლის დღეს აღნიშნავენ. დღე დილის 6:02-დან საღამოს 6:02-მდე გრძელდება, ამით კი თარიღი 6:02 10/23 იქმნება, რომელიც ავოგადროს რიცხვს გამოსახავს.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა