| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერკეთის საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი გაჯერებულია საინტერესო საგანმანათლებლო ინიციატივებით.
ახლახან, სკოლის ზუსტი და საბუნებისმეტყველო კათედრის ხელმძღვანელობით, ბიოლოგიაში საგნობრივი კვირეული ჩატარდა.
კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა მთელ სკოლას გააცნეს ინფორმაცია ცოფის შესახებ. მოამზადეს ნახატები, პოსტერები, შექმნეს საინფორმაციო ფლაერები, რომლებიც დაარიგეს თემში.
კვირეულის საინფორმაციო პრეზენტაციაზე, რომლის სახელწოდება გახლდათ - „რა ვიცით ცოფის შესახებ“, პრეზენტატორებმა საინტერესოდ ისაუბრეს, თუ რა ტიპის ვირუსია ცოფი, როგორ ვრცელდება ის და რა როლი აქვს აცრას.
„აცრა გვიცავს!“- აღნიშნეს ერთხმად პრეზენტატორებმა და დამსწრე საზოგადოებას წინდახედულობისკენ მოუწოდეს.
პრეზენტაცია დამსწრე საზოგადოებისთვის მეტად საინტერესო და ინფორმაციული აღმოჩნდა.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა