სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

მუხურის N2 საჯარო სკოლაში, ერთადერთი პირველკლასელისთვის ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად იქცა
28-10-2025
-
+


ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლის ერთადერთმა პირველკლასელმა წიგნიერების სამყაროში დიდი სიხარულით შეაბიჯა. 

მასწავლებელმა - ანა ვარდოსანიძემ გოგონას სასწავლო შემართებასა და ამაღლებულ განწყობაზე იზრუნა და ანბანის სწავლის დაწყება დღესასწაულად უქცია. 

პედაგოგმა მოსწავლეს მრავალფეროვანი საინტერესო, სახალისო თუ შემეცნებითი აქტივობები შესთავაზა. პირველკლასელი დედაენის სიტკბოებას დაეწაფა და პირველ ასო-ბგერებს დიდი ინტერესით გაეცნო. 

„ანბანის შემობრძანება - იყო დღე ლამაზი და ამაღელვებელი. ჩემი პატარა მოსწავლის სულსა და გულში ცოდნის ვარსკვლავი დაეშვა. ეს ის პატარა სხივია, რომელიც გაჯადოებს, განუგეშებს, მოდგმას გახსენებს და ერთხელ რომ მოიწამლები ვეღარ განიკურნები. ვეზიარეთ პირველ ბგერებს... სიმბოლურია - პატარა მოციმციმე ვარკვლავი იასგან - ხატოვნად წაკითხული ლექსი - „აი ია“-ზესახალისო თამაში: „ი“ და „ა" ასოების ამოცნობაზე. მოსწავლის მიერ ფაქიზად გაფერადებულ „იას“  ნამდვილად ეტყობოდა: სინაზეც, სილამაზეც და სიმორცხვეც, როგორც თვითონ „ანბანეთის“ პირველ დღესასწაულზე.... მინდა გისურვო ბედნიერი და შინაარსიანი მოგზაურობა ჯადოსნურ სამყაროში“,- აღნიშნავს პედაგოგი ანა ვარდოსანიძე და მოსწავლეს საინტერესო საგანმანათლებლო თავგადასავალს ჰპირდება. 

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება