| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშის საჯარო სკოლაში როგორც მოსწავლეთა საგნობრივი ცოდნის, ისე მათი ინტელექტუალური და ანალიტიკური უნარების განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, მათი ჩართულობა სხვადასხვა კონკურსში კი წახალისებული და მხარდაჭერილია.
ახლახან, ოყურეშის საჯარო სკოლაში, დირექტორის - ქეთინო მურცხველაძის ხელმძღვანელობით, გუნდური ინტელექტუალური თამაშის - „ტვინების ბრძოლა“, შიდასასკოლო ჩემპიონატი ჩატარდა.
თამაში სამ ასაკობრივ კატეგორიაში წარიმართა. მოსწავლეებმა იაქტიურეს და ცოდნა და შესაძლებლობები წარმატებით წარმოაჩინეს. გაიმარჯვა უმცროსი ასაკის მოსწავლეებით (III-IV-V კლასები) დაკომპლექტებულმა გუნდმა.
სკოლის სახელით მოასპარეზე გუნდს გამოეცხადა მადლობა და კონკურსის ოფიციალურ გვერდზე დარეგისტრირდა. ისინი კონკურსის შემდეგ ეტაპზე იასპარეზებენ.
სკოლაში მოსწავლეებს წარმატებას უსურვებენ და ცოდნის ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„წარმატებები სკოლის პატარა ჭკვიანებს“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა