სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-7 კლასელებმა ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და მოღვაწეობა სიღრმისეულად, არაერთი საინტერესო აქტივობით შეისწავლეს
31-10-2025
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შემეცნებითი თავგადასავალია. პედაგოგები მოსწავლეებს არაერთ საინტერესო სასწავლო მეთოდსა თუ აქტივობას სთავაზობენ, რაც მოსწავლეთა მოტივაციაზე აისახება. 

23 ოქტომბერს, სკოლის VIIა კლასში (დამრიგებელი თამთა გაჩეჩილაძე) ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა - მაია ნიკოლაძემ, მოსწავლეებთან ერთად, მოაწყო პრეზენტაცია თემაზე - „ილია ჭავჭავაძის ცხოვრება და მოღვაწეობა“.

კლასი დაიყო ჯგუფებად და თითოეულ მათგანს მიეცა ხუთი საპრეზენტაციო თემა. ბავშვებმა იმუშავეს გუნდურად და წარმოადგინეს თავიანთი ნაშრომები, რომლებიც იყო მეტად საინტერესო. დაისვა შეკითხვები, გამოითქვა ვარაუდები და გამოიკვეთა პრობლემასთან დაკავშირებით (ვინ მოკლა ილია) სხვადასხვა პოზიცია. გაკვეთილი წარიმართა საინტერესოდ.

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ კლასის დამრიგებლის - თამთა გაჩეჩილაძის თანადგომითა და ორგანიზებით, მოსწავლეები და ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი „კინო საქართევლოს“ ესტუმრნენ და მიხეილ ბერინაშვილის მხატვრულ- დოკუმენტური ფილმი - „ვინ მოკლა ილია?“ ნახეს, რომელიც აგებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მასალებზე დაყრდნობით.

როგორ სკოლაში გვეუბნებიან, ფილმის დახმარებით მოსწავლეები გაეცნენ მრავალმხრივ და მეტად საინტერესო ინფორმაციას ილიას მკვლელობისა და XX საუკუნეში ჩვენი ქვეყნის სამარცხვინო ლაქად ქცეულ ფაქტზე, მიიღეს დაუვიწყარი შთაბეჭდილება,ზღვა სიახლე აღნიშნულ საკითხზე.

24 ოქტომბერს კი, მნიშვნელოვანი სასწავლო აქტივობით მოსწავლეებმა წერილობით წარმოაჩინეს თავიანთი პოზიცია ნასწავლსა თუ ნანახ-მოსმენილზე დაყრდნობით.

„ვფიქრობ, ჩატარებული ღონისძიება, მოზარდებს განუმტკიცებს სოციალურ უნარ- ჩვევებს და დადებითად იმოქმედებს მათ აზროვნებაზე“,- აღნიშნავს მოსწავლეთა პედაგოგი.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება