სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

„უცნაური ცხოველები“ - ქუთაისის N40 სკოლის მე-7 კლასელებმა საინტერესო ინგლისურენოვან პროექტზე იმუშავეს
30-10-2025
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში პროექტებით სწავლება წარმატებით მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, მე-7ა კლასის მოსწავლეთა (მასწავლებელი ნელიკო სიმონიშვილი, კლ.ხელ-ლი თამთა გაჩეჩილაძე) საინტერესო ინგლისურენოვანი პროექტი სახელწოდებით - „უცნაური ცხოველები“, რომლის პრეზენტაცია ბავშვებმა  20 ოქტომბერს წარმოადგინეს. 

მოსწავლეებს განვლილ მასალაზე დაყრდნობით, ნასწავლი სიტყვებისა და კონსტრუქციების გამოყენებით უნდა მოეძიათ ინფორმაცია მსოფლიო ფრინველების შესახებ, აეწყოთ პრეზენტაცია PowerPoint-ის საშუალებით და ამ ფორმით უნდა წარმოედგინათ თავიანთი ნაშრომები თანაკლასელებისა და მასწავლებლის წინაშე. 

მოსწავლეებმა დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართვეს თავი. 

როგორც მოსწავლეებმა თავად აღნიშნეს, პრეზენტაციები საკმაოდ მრავალფეროვანი და საინტერესო აღმოჩნდა მათთვის. ისინი სიამოვნებითა და დიდი ყურადღებით უსმენდნენ ერთმანეთს. პროექტის ბოლოს კი აღნიშნეს, რომ ბევრი ახალი და მნიშვნელოვანი ფაქტი შეიტყვეს მათთვის უკვე ნაცნობ სხვადასხვა ფრინველზე.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება