სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 სკოლის მე-7 კლასელთა ბიოლოგიის ინტერაქტიური, მიზანმიმართული და მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებაზე ორიენტირებული გაკვეთილი
30-10-2025
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას მრავალფეროვან აქტივობებსა და მეთოდებს მიმართავენ. 

აღსანიშნავია, 24 ოქტომბერს მე-7ბ კლასში ჩატარებული ბიოლოგიის გაკვეთილი, რომელსაც მასწავლებელი შორენა დანელია ხელმძღვანელობდა. სასწავლო პროცესს ესწრებოდა სკოლის დირექტორი ნინო ვარდოსანიძე და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის თავმჯდომარე სოფიო გველესიანი.

გაკვეთილის თემა იყო - „უჯრედი: მცენარეული, ცხოველური და სოკოს უჯრედი. უჯრედის ორგანელების აგებულება“.

გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებისთვის უჯრედის სტრუქტურისა და ფუნქციის გააზრება, სხვადასხვა ტიპის უჯრედების შედარება და ორგანელების დანიშნულების გააქტიურება პრაქტიკული დავალების მეშვეობით.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, გაკვეთილის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი იყო ხანის აკადემიის 4-წუთიანი ვიდეოს ჩვენება, რომელიც წარმოადგენდა მცენარეული და ცხოველური უჯრედების მსგავსებებსა და განსხვავებებს.

ვიდეომ ნათლად წარმოაჩინა განსხვავებული ორგანელების ფუნქციური მნიშვნელობა და ხელი შეუწყო მოსწავლეთა ვიზუალურ აღქმას. მოსწავლეებმა ინტერაქტიულად ისაუბრეს ნანახზე, აღნიშნეს მნიშვნელოვანი დეტალები.

შემდგომ აქტივობად განხორციელდა „ორგანელების შესაბამისობა აგებულებასთან და ფუნქციასთან“, რაც დაეხმარა მოსწავლეებს თეორიული მასალის დამახსოვრებაში და პრაქტიკულ დონეზე ცოდნის გადატანაში. მუშაობისას გამოიკვეთა თანამშრომლობა და ურთიერთდახმარება.

გაკვეთილის დასასრულს ერთ-ერთმა მოსწავლემ საბოლოოდ მოყოლით გააერთიანა მთელი თემა, რაც იყო როგორც შემოქმედებითი, ისე შინაარსობრივად გამართული შეჯამება. ეს ნათლად აჩვენებდა, რომ მოსწავლეებმა გააზრებულად გაითავისეს მასალა.

საერთო ჯამში, გაკვეთილი იყო ინტერაქტიური, მრავალმხრივი და მიზანმიმართული: 

  • მოსწავლეებმა შეძლეს მცენარეული, ცხოველური და სოკოს უჯრედების შედარება;
  •  განივითარეს დაკვირვების, ანალიზის და კრიტიკული აზროვნების უნარები;
  • ვიზუალური და პრაქტიკული აქტივობების ერთიანობამ გააძლიერა ინტერესიც და მოტივაციაც. 

კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება