სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მოსწავლეები სახვითი ხელოვნების გალერეას სტუმრობდნენ
28-10-2025
-
+


ქუთაისის N40 საჯარო სკოლის პედაგოგები გასვლით კულტურულ ღონისძიებებს ხშირად მიმართავენ, რაც მოზარდების კულტურული თუ ისტორიული ცნობიერების ამაღლებას, მათი ხელოვნებით დაინტერესებასა და შემოქმედებითობის განვითარებას ემსახურება. 

24 ოქტომბერს, ქუთაისის N40 საჯარო სკოლის მე-9ბ კლასის მოსწავლეები დამრიგებელ, ია კლდიაშვილის ხელმძღვანელობით, დავით კაკაბაძის სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეას ეწვივნენ.

მოსწავლეებმა დიდი ინტერესით დაათვალიერეს მუზეუმში გამოფენილი გამოჩენილი ხელოვანების -  ნიკო ფიროსმანის, გიგო გაბაშვილის, ელენე ახვლედიანის, ქეთევან მაღალაშვილის, კორნელი სანაძის, სერგო ქობულაძის, ვალერიან მიზანდარის, იაკობ ნიკოლაძის ცნობილი ნამუშევრები.

მოსწავლეებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ცნობილი ხატმწერისა და მხატვრის - ოთარ შალიკიანის 65 წლის იუბილესადმი მიძღვნილმა გამოფენამ, სადაც ხატმწერის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი 55 ხატია წარმოდგენილი.

მოსწავლეები ათვალიერებდნენ გამოფენას, ხედავდნენ ხელოვანის სულის ნაწილს, რომელიც თითოეულ ხატშია ასახული.

იხილეთ ფოტოები:


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება