| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ გორელოვკის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.
მოსწავლეთა პირველი საანბანო გაკვეთილი მეტად საინტერესოდ წარიმართა. ქართული ენის მასწავლებელმა- ნარგიზ პოდოსიანმა პატარებთან ერთად შექმნა საინტერესო და შინაარსიანი სასწავლო რესურსები.
საზეიმო გაკვეთილი ღონისძიებაში გადაიზარდა. პატარებმა წამოაჩინეს წინასაანბანო პერიოდში შეძენილი ცოდნა და უნარ-ჩვევები და საზეიმო აქტივობებსაც წარმატებით გაართვეს თავი - იმღერეს, წაიკითხეს ლექსები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ პირველკლასელთა მშობლები და სკოლის მასწავლებლები.
ღონისძიების დასასრულს სკოლის დირექტორმა პირველკლასელებს საჩუქრად გადასცა ასაწყობი ქართული ანბანი და საანბანო პერიოდის დაწყება დიდი სიყვარულით მიულოცა.
იხილეთ ფოტო-ვიდეომასალა:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა