| მთავარი | სიახლეები | სკოლები | სამასწავლებლო | უნივერსიტეტები | სკოლამდელები - skolamdelebi.ge | მსოფლიო | სხვა სიახლეები |

ქუთაისის N9 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში ხალისით შეაბიჯეს.
პედაგოგებმა მათ მოტივაციაზე იზრუნეს და პატარებს საანბანო პერიოდის დაწყება ტრადიციულად დღესასწაულად უქციეს.
მასწავლებლებმა - ნანი შენგელიამ, თამარ ჭუმბურიძემ, ნატო გიორგაძემ, თამარ რეხვიაშვილმა და მარი გიორგაძემ მოსწავლეები არაერთ საინტერესო და სახალისო აქტივობაში ჩართეს და „ანბანეთში“ დიდი სიყვარულით შეუძღვნენ.
„სიყვარულითა და სიხარულით აღინიშნა იას შემობრძანების ტრადიციული დღესასწაული. ეს დღე პატარა მოსწავლეებისთვის ცოდნის სამყაროში პირველი ნაბიჯის სიმბოლოა - სილაღით, ემოციებითა და ახალი დასაწყისით სავსე წუთები, რომლებიც ყველა პედაგოგისა და მშობლის გულს ათბობს.
იას შემობრძანება გაიმართა ნანი შენგელიას, თამარ ჭუმბურიძის, ნატო გიორგაძის, თამარ რეხვიაშვილისა და მარი გიორგაძის კლასებში. მასწავლებლებმა პატარებთან ერთად სიყვარულითა და შთაგონებით გააფორმეს დღე, რომელიც თითოეული მათგანის ცხოვრებაში დაუვიწყარ მოგონებად დარჩება. ჩვენი პატარა იები განათლების გზაზე უკვე ფეხს იდგამენ - სითბოთი, შრომითა და ღიმილით“, - გვიყვებიან სკოლაში და ახარებთ მასწავლებელთა შემოქმედებითობა და მოსწავლეთა სასწავლო შემართება.
იხილეთ ფოტოები:
„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხ ძირითად მიმართულებაში
3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები
მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია
დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.
მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა