სიახლეები
ყველაზე პოპულარული
სკოლები

ბაღდათის N1 სკოლის მოსწავლეებმა ბიოლოგიის გაკვეთილზე ენდოკრინოლოგის როლი მოირგეს
27-10-2025
-
+


ბაღდათის N1 საჯარო სკოლის პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდსა და სტრატეგიას მიმართავენ და მოსწავლეებს სასწავლო პროცესს უმრავალფეროვნებენ. 

ამის ნათელი მაგალითია, მე-9 კლასელთა ბიოლოგიის გაკვეთილი, სადაც მოსწავლეებმა შემოქმედებითი პროდუქტი შექმნეს. 

სასწავლო პროცესს მასწავლებელი ლია ტყემალაძე ხელმძღვანელობდა, გაკვეთილის თემა კი გახლდათ - მარეგულირებელი სისტემა, საკითხი კი ენდოკრინული სისტემა და მისი მნიშვნელობა.

პედაგოგმა გაკვეთილზე როლურ თამაშს მიმარტა. 

მოსწავლეებმა მოირგეს ენდოკრინოლოგის როლი და მათთვის საინტერესო და სასურველი ჯირკვლის მაგალითზე გაიაზრეს მისი მნიშვნელობა ორგანიზმის  სასიცოცხლო თვისებებისა და ჰომეოსტაზის შენარჩუნებისათვის, თუ რა იწვევს ენდოკრინული ჯირკვლის ფუნქციონირების დარღვევას და რა სიმპტომებით ვლინდება, ახდენს თუ არა გავლენას  ცხოვრების ჯანსაღი წესი ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირებაზე.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, დავალებაზე მუშაობის პროცესში მოსწავლეებს განუვითარდათ  მეცნიერული კვლევისა და ცოდნის რეალურ ცხოვრებაში გამოყენების უნარი, მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დამყარების, მოსაზრებების გამოთქმისა და არგუმენტირების, ინფორმაციის ორგანიზებისა და გადმოცემის უნარები.


კომენტარები


ეტალონი

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა არის საუკეთესო პლატფორმა გლობალური მომავლისთვის მოსამზადებლად

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

„ეტალონის“ საგნობრივი ოლიმპიადა ტარდება ოთხი ძირითადი მიმართულებით

სიახლეები

3 ქალაქი 3 საგამოცდო ცენტრი მასწავლებელთა გამოცდებისთვის - დეტალები

მასწავლებელთა გამოცდები 11 იანვარიდან დაიწყება - დეტალური განრიგი ჩასაბარებელი საგნების მიხედვით ცნობილია

ინფორმაცია საგანმანათლებლო რესურსცენტრებისთვის

პედაგოგების ფინანსური დახმარებისთვის 4 მილიონი ლარი გაიცა - სახელმწიფო ბიუჯეტი

სასკოლო ფორმა ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო არ არის -  როდის და რა მიზეზით შეგიძლიათ უარი თქვათ ფორმის ტარებაზე 

პიროვნება

დირექტორი დადებითად აფასებს, როგორც სასწავლო პროცესის დროს მობილური ტელეფონების გამოყენების შეზღუდვას, ისე სკოლებში სასკოლო ფორმების შემოღებას.

სკოლები
საინტერესო

მას დამამთავრებელ კლასში გადასვლამდე, სკოლის მიტოვება და მუშაობის დაწყება მოუხდა

„ეტალონის“ და izrune.ge-ს საგნობრივი ოლიმპიადის 2026 წლის შემოდგომის სეზონი ინგლისური ენით იწყება, რომელიც 27 და 28 ოქტომბერს გაიმართება

სიახლეები
ყველაზე პოპულარული
საზოგადოება